# Tbilisi Airways-ი ევროპისა და აღმოსავლეთის მიმართულებით იფრენს

- Link: https://avia.ge/tbilisi-airways-new-directions/
- Published: 2022-09-09T13:27:08+04:00
- Author: Anuka Robakidze

ქართული ავიაკომპანია **Tbilisi Airways**-ის მენეჯერმა AviaNews-ს განუცხადა რომ ავიაკომპანია
ჯერ პარკის გაფართოებას გეგმავს, შემდეგ კი ეტაპობრივად **შუა აღმოსავლეთისა და ევროპის
მიმართულებების ათვისებას**. ამ ეტაპზე ავიაკომპანიის ფლოტი მხოლოდ ერთი **Boeing 737**-
გან შედგება.

„როგორც ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს, რა თქმა
უნდა, **Tbilisi Airways**-იც ორიენტირებულია ზრდაზე, სხვადასხვა მიმართულებების კვლევაზე
და მათ ათვისებაზე, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე“.

სულ მალე ავიაკომპანია **ახალ საჰაერო ხომალდს მიიღებს**, რის შემდეგაც ავიაბაზარზე
უფრო აქტიურად გამოჩნდება და მათი გეგმების შესახებაც საზოგადოება სწორედ მაშინ შეიტყობს.

ქართული ავიაკომპანია **Tbilisi Airways**-ი **2021 წლის მარტში შეიქმნა**, ხოლო **
ოპერირება 2022 წლიდან დაიწყო**.
