# Routes Europe-მ თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნომინანტთა ხუთეულში დაასახელა

- Link: https://avia.ge/tbilisi-airport-is-among-the-top-5-airports-in-europe/
- Published: 2025-03-12T12:30:41+04:00
- Author: Anuka Robakidze

**Routes Europe**-მა **თბილისის საერთაშორისო აეროპორტი** იმ ევროპული აეროპორტების
ნომინანტთა ტოპ-5-ში შეიყვანა, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე აღწევს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტის ტიტული 2025 წლის 9 აპრილს, სევილიაში, საავიაციო
ფორუმ _Routes Europe 2025_-ის ფარგლებში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.
ასევე, აქვე დასახელდება წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. თბილისის
საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის,
კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის აეროპორტები.

**საუკეთესო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩევა**, სადაც
გათვალისწინებული იქნება მგზავრთნაკადის ზრდა, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების
დამატება. ავიაკომპანიებს კი აეროპორტები აფასებენ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილების
მიხედვით.

### პირდაპირი ფრენები თბილისიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | სოჭი | 29 დეკემბერი 2026 | 11 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 158 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAER%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-29%252526return_date%25253D2027-01-11%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ალმათი | 18 თებერვალი 2027 | 21 თებერვალი 2027 | ⌊Air Astana⌉ | [ავიაბილეთები 980 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DALA%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-18%252526return_date%25253D2027-02-21%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ამსტერდამი | 1 ივლისი 2027 | 8 ივლისი 2027 | ⌊Transavia⌉ | [ავიაბილეთები 670 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAMS%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-07-01%252526return_date%25253D2027-07-08%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ანკარა | 3 დეკემბერი 2026 | 7 დეკემბერი 2026 | ⌊Ajet⌉ | [ავიაბილეთები 313 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DANK%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-03%252526return_date%25253D2026-12-07%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ათენი | 26 იანვარი 2027 | 31 იანვარი 2027 | ⌊Sky Express Greece⌉ | [ავიაბილეთები 330 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DATH%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-26%252526return_date%25253D2027-01-31%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | აბუ-დაბი | 13 თებერვალი 2027 | 23 თებერვალი 2027 | ⌊Air Arabia Abu Dhabi⌉ | [ავიაბილეთები 855 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAUH%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-13%252526return_date%25253D2027-02-23%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

**2024 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა** – 2023
წელთან შედარებით 29%-იანი მატება იყო. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად,
თვის ბოლოდან აეროპორტი ოთხ ახალ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლებს:

 * **30 მარტიდან** – [**_British Airways_**](https://avia.ge/british-airways/) (
   ლონდონი-თბილისი)
 * **31 მარტიდან** – [**_easyJet_ **](https://avia.ge/easyjet/)(ლონდონი, ჟენევა,
   [მილანი](https://avia.ge/travel-guide/milan/))
 * **12 აპრილიდან** – [_**Transavia** **France**_](https://avia.ge/transavia-airlines/)(
   [პარიზი – თბილისი](https://avia.ge/flights/tbilisi-paris-flights/))
 * **12 აპრილიდან** – [**_Edelweiss_**](https://avia.ge/edelweiss-air/) (ციურიხი-
   თბილისი)

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ახალი ავიაკომპანიებისა
და არსებული რეისების ზრდის გათვალისწინებით, **2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს** **და 5 მილიონს მიაღწევს**.

**8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/tbilisi-airport-is-among-the-top-5-airports-in-europe/+995 551 907 907)**
