# SunExpress-მა თბილისის აეროპორტიდან ოპერირება დაიწყო

- Link: https://avia.ge/sunexpress-tbilisi-airport/
- Published: 2023-05-30T17:56:31+04:00
- Author: Anuka Robakidze

თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია [**SunExpress** ](https://avia.ge/airlines/sunexpress/)-
მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,
ავიაკომპანია [**თბილისის საერთაშორისო აეროპორტი **](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)-
დან ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქის მიმართულებით: [ანკარაში](https://avia.ge/aviabiletebi-ankara/),
[ანტალიაში](https://avia.ge/antaliis-avia-biltebi/) და [იზმირში](https://avia.ge/izmiris-aviabiletebi/),
კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი **_სანექსპრეს_ –**მა **ანტალიიდან თბილისის მიმართულებით**
28 მაისს, ბოინგ 737- 800-ით შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან
ანტალიის მიმართულებით, პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია** თბილისი-ანტალიის** მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ ხუთშაბათს და
კვირას იფრენს. **თბილისი-იზმირის** საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 ივნისიდან, კვირაში
ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო, რაც შეეხება საქართველოსა 
და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას, **თბილისი-ანკარას** მიმართულებით
ფრენები 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

### თბილისი ანტალია

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 27 ნოემბერი 2026 | 29 ნოემბერი 2026 | ⌊Pegasus Airlines⌉ | [ავიაბილეთები 498 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAYT%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-27%252526return_date%25253D2026-11-29%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 2 დეკემბერი 2026 | 4 დეკემბერი 2026 | ⌊Pegasus Airlines⌉ | [ავიაბილეთები 442 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAYT%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-02%252526return_date%25253D2026-12-04%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 11 იანვარი 2027 | 17 იანვარი 2027 | ⌊Pegasus Airlines⌉ | [ავიაბილეთები 437 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAYT%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-11%252526return_date%25253D2027-01-17%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 12 თებერვალი 2027 | 14 თებერვალი 2027 | ⌊Pegasus Airlines⌉ | [ავიაბილეთები 444 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DAYT%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-12%252526return_date%25253D2027-02-14%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის
თქვით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში თურქეთის ავიახაზებისა და ლუფთჰანზას მიერ დაფუძნებული
შვილობილი თურქულ-გერმანული ავიაკომპანია, რომელიც ანტალიისა და იზმირის ძირითად ავაიგადამზიდავს
წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა
და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. **SKYTRAX**-ის მიხედვით,
_სან ექსპრესი_ 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

#### დაგეგმეთ თქვნი მოგზაურობა _**sunexpress airlines**_ -თან ერთად, გაემგზავრეთ ამ მშვენიერი ქალაქების მიმართულებით და ისარგებლეთ საუკეთესო ფასებით ავიაბილეთებე.

#### **იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე:  󠀁[551 907 907](https://avia.ge/sunexpress-tbilisi-airport/551 907 907)󠁿**
