# სქაილაინ კაფე-ბარი, სალონიკი

- Link: https://avia.ge/sights/skyline-cafe-bar/
- Published: 2025-06-18T13:34:53+04:00
- Author: Tinatin

სქაილაინის კაფე-ბარი სალონიკის ქალაქის ცენტრში, OTE შენობის უმაღლეს სართულზე მდებარეობს.
OTE შენობა მე-20 საუკუნეში აიგო და სალონიკის ტელეანძასა და სადამკვირვებლო ნაგებობას
წარმოადგენს. იგი სალონიკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შენობის ის სართული, რომელზეც
სქაილაინ ბარი მდებარეობს რაღაც პერიოდის სიხშირით ტრიალებს და მნახველებს ქალაქის 
360 გრადუსიანი ხედით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. ეს პროცესი დაახლოებით 1 საათს
გრძელდება და საოცარი სანახაობაა.

საღამოობით ამ კაფე-ბარში კლასიკურ მუსიკასაც მოისმენთ. მზის ჩასვლისას აქაურობას განსაკუთრებული
ელფერი ედება. თუ მნიშვნელოვან ვახშამს გეგმავთ, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ – მიირთვით
აქ გემრიელი სასუსნავები და დააგემოვნეთ სასმელები, თუმცა რაც ყველაზე მთავარია გადმოხედეთ
მთელ სალონიკს 80 მეტრის სიმაღლიდან. ან ბლოგში შემოგთავაზებთ ბარში ვიზიტის დასაჯავშნად
საჭირო ტექნიკურ ინფორმაციას.
