# დიალოგი სიბნელეში და დიალოგის ლაბორატორია, ჰამბურგი

- Link: https://avia.ge/sights/dialogue-in-the-dark-and-dialogue-lab/
- Published: 2026-11-20T09:09:16+04:00
- Author: Tinatin

„დიალოგი სიბნელეში“ (Dialog im Dunkeln) [ჰამბურგის](https://avia.ge/travel-guide/hamburg/)
დიალოგის სახლში (Dialoghaus) მოქმედი ინტერაქტიული გამოფენაა. ის ისტორიულ შპაიხერშტადტში,
ძველი სასაწყობო კვარტლის შენობაში მდებარეობს. გამოფენის იდეა მარტივია, მაგრამ შთამბეჭდავი:
ვიზიტორები სრულ სიბნელეში გადაადგილდებიან, მათ კი უსინათლო ან მცირემხედველი გიდი
უძღვება.

ტურის განმავლობაში სიბნელეში აღდგენილ ყოველდღიურ გარემოში – მაგალითად, ქალაქის ქუჩასა
თუ პარკში – გაივლით და ორიენტირებისთვის მხოლოდ შეხებას, სმენასა და ყნოსვას გამოიყენებთ.
ეს გამოცდილება სამყაროს სხვა კუთხით დანახვას და უსინათლო ადამიანების ყოველდღიურობის
უკეთ გაგებას გეხმარებათ. „დიალოგის ლაბორატორია“ ტურის დამატებითი ინტერაქტიული ნაწილია.

## რას მოიცავს ბილეთი

Booking-ის შეთავაზება „დიალოგი სიბნელეში და დიალოგის ლაბორატორიის“ ტურია გიდთან 
ერთად (დაახლოებით 1 სთ, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე). დიალოგის სახლში ასევე ხელმისაწვდომია
ტურები „დიალოგი სიჩუმეში“ და TimeShift.

## ვიზიტის რჩევები

ტური კონკრეტულ დროზე იწყება, ამიტომ მიდით რამდენიმე წუთით ადრე და დაჯავშნისას აირჩიეთ
სასურველი ენა. ტურის დროს ტელეფონითა და სხვა მანათობელი მოწყობილობებით სარგებლობა
არ შეიძლება.
