# რუსეთში ფრენებს 2 ავიაკომპანია აჩერებს. როგორია Georgian Airways პოზიცია?

- Link: https://avia.ge/several-airlines-suspend-flights-to-russia/
- Published: 2024-12-31T18:25:44+04:00
- Author: Anuka Robakidze

ისრაელური ავიაკომპანია [**El Al**](https://avia.ge/el-al-israel-airlines/) და ყაზახეთის
ავიაკომპანია Qazaq Air **დროებით აჩერებენ რეისებს რუსეთის ქალაქებში** უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ბაქო-გროზნოს
მიმართულებით მოძრავი [**AZAL**](https://avia.ge/azal/) -ის თვითმფრინავი Embraer 
190 ყაზახეთში, აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა. გამოძიების პირველადი მონაცემებით, თვითმფრინავი
რუსულმა რაკეტამ დააზიანა, რომელიც დრონების აქტიურობის ფონზე გროზნოს თავზე იქნა ნასროლი.

#### **გეგმავს თუ არა 󠀁[_Georgian Airways_](https://avia.ge/georgian-airways/)󠁿 󠀁[რუსეთის მიმართულებით](https://avia.ge/rusetis-aviabiletebi/)󠁿 რეისების შეჩერებას ?**

კომპანიაში აცხადებენ: „ჩვენ ვაგრძელებთ ფრენებს ჩვეულ რეჟიმში და მოვლენების განვითარებას
ყურადღებით ვაკვირდებით.“

 

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა რუსეთის მიმართულებით ფრენები იმ დროიდან განაახლა,
როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა. ამჟამად, **ავიაკომპანია ჯეორჯიან
ეარვეისი რეგულარულ რეისებს _მოსკოვში_, _ნოვოსიბირსკსა_ და _სანკტ-პეტერბურგში_ ასრულებს**.
კერძოდ, მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად ხორციელდება სამი რეისი Boeing 737-ით,
სანკტ-პეტერბურგში კვირაში ორი რეისი პარასკევისა და კვირა დღეებში, ხოლო ნოვოსიბირსკში–
ორშაბათსა და პარასკევს.

**დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ზე. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/several-airlines-suspend-flights-to-russia/+995551907907)**
