ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები მალე აღდგება

ციმბირული ავიხაზები

უკვე რამდენიმე თვეა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისები აღარ ხორციელდება 8 ივლისს საქართველოში ანტი-რუსული აქციის გამართვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი პერიოდი არ სახელდებოდა.

ამჯერად, ახალ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით „იზვესტია“ ავრცელებს, რომლის თანახმადაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები, სავარაუდოდ, 2020 წლის პირველი ნახევრიდან აღდგება.

მისივე ინფორმაციით, ფრენები ახალ წლამდეც უნდა აღდგენილიყო, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა, რომ თბილისი ნამდვილად მიესალმება ქვეყნების შორის ფრენების აღდგენას თუკი ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა.

Exit mobile version