ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 რომის საიუბილეო წელია! არ გამოტოვო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა!

რომის საიუბილეო წელი

წელს რომი გრანდიოზული მოვლენისთვის ემზადება – 2025 წელი ქალაქისთვის საიუბილეო წელია, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც რელიგიური მომლოცველებისთვის, ისე კულტურის მოყვარულთათვის. ეს საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს, მილიონობით მოგზაურს იზიდავს მარადიულ ქალაქში, რათა გახდნენ ამ უნიკალური გამოცდილების ნაწილი. მოდით, გავიგოთ, რას წარმოადგენს საიუბილეო წელი და რატომ არის რომი სწორედ ამ დროს აუცილებლად სანახავი ქალაქი.

რა არის საიუბილეო წელი?

„საიუბილეო წელი“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „წმინდა წელი“, პაპის მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული რელიგიური მოვლენაა. ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური მოვლენა წმინდა კარის გახსნაა. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ეს ტრადიცია ჯერ კიდევ 1500 წლიდან არსებობს. ქრისტიანული რწმენისთვის წმინდა კარის გახსნა განასახიერებს სინანულსა და სულიერ განწმენდას. პაპი ფრანცისკე 2025 წლის 24 დეკემბერს საზეიმოდ გახსნის წმინდა პეტრეს ტაძრის წმინდა კარს, რომელიც 2026 წლის 6 იანვარს, ნათლისღების დღეს დაიხურება.

გარდა მისი რელიგიური მნიშვნელობისა, საიუბილეო წელი რომში კულტურული ზეიმის პერიოდიცაა, რომლის დროსაც ქალაქის მასშტაბით იმართება გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ფესტივალები.

ქუთაისი რომი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202530 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 367 -დან
16 აპრილი 202525 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 381 -დან
12 მაისი 202516 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 463 -დან

 

საიუბილეო წლის მთავარი ღონისძიებები :

ამ პერიოდში თავად რომი, ერთ დიდ ფესტივალად იქცევა, სადაც ტურისტებს მრავალფეროვანი და დაუვიწყარი გამოცდილება ელოდებათ:

რჩევები რომში მოგზაურობისთვის საიუბილეო წლის განმავლობაში

2025 წელს რომი ტურისტებით იქნება სავსე, ამიტომ წინასწარი დაგეგმვა აუცილებელია:

  1. დაჯავშნეთ წინასწარ – სასტუმროები და პოპულარული ტურისტული ადგილები სწრაფად შეივსება, ამიტომ უმჯობესია საცხოვრებელი და ბილეთები წინასწარ მოიმარაგოთ.
  2. დაათვალიერეთ ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები – მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი და ცნობილი ბაზილიკები გადაჭედილი იქნება, შეგიძლიათ მოინახულოთ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი ადგილები, როგორიცაა სანტა მარია დელ პოპოლოს ბაზილიკა ან აპიანი გზა.
  3. შეიძინეთ Roma Pass – ეს საშვი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ უფასო შესვლით ან ფასდაკლებით მუზეუმებში და ასევე მიიღოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუზღუდავი ბილეთი, რაც ტურისტული სეზონის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია.

2025 წელს გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა იტალიის დედაქალაქში დაესწროთ როგორც ისტორიულ-რელიგიურ მოვლენებს, ისე კულტურულ ფესტივალებს, შეიქმნათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!

როდის შეძლებთ რომში გამგზავრებას ყველაზე იაფად ?

რომში სამოგზაუროდ, ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Wizz Air -ის პირდაპირი რეისებით სარგებლობაა. ამ შთამბეჭდავი ქალაქის მონახულება, წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა საუკეთესო სეზონი გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და ადრეული შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი). ამ პერიოდებში ამინდი ზომიერად თბილია, ქალაქი სავსეა ყვავილებით, ხოლო ტურისტების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში.

რაც შეეხება რომის ავიაბილეთები -ს ფასებს, ამ დროისათვის 350-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად 21-24 სექტემბერს ქუთაისი რომი რომი ქუთაისი ავიაბილეთეების ღირებულება 388 ლარია. 31 ოქტომბერი – 7 ნოემბერი – 368 ლარად შეძლებთ შეძენას.

დაჯავშნეთ რომის ავიაბილეთები იაფად Avia.ge-ზე. დაგვიკავშირდით: 551 907 907

Exit mobile version