ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი და წამყვანი ავიაკომპანია – China Southern Airlines -ი, საქართველოს ავიაბაზარზე, სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ავიაკომპანიამ დღეს, 27 იანვარს, ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა. ურუმჩი-თბილისის რეისით 78 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან ურუმჩიში კი – 35 ადამიანი გაემგზავრა.
China Southern Airlines -ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით, კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს. ხოლო ზაფხულის სეზონზე კი, მოთხოვნის შესაბამისად, მოსალოდნელია სიხშირის გაზრდაც. არნიშნული მიმართულებით პირდაპირი რეისით ფენის ხანგრძლივობა 5საათი და 5წუთია.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით ფრენები, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო შეაჩერა. რეისებს თბილისი-პეკინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, ურუმჩის აეროპორტის გავლით გვთავაზობდა. საქართველოს ბაზარზე იგი 2011 წელს შემოვიდა, ხოლო ბოლო რეისი თბილისის მიმართულებით კი 2020 წლის 23 იანვარს განახორციელა.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
30 ნოემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 533 -დან |
30 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 718 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 2 029 -დან |
21 ნოემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 2 124 -დან |
30 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 2 223 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 2 412 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 2 509 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 068 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 5 505 -დან |
არ გაუშვა შანსი ხელიდან და მოინახულე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ეს უდიდესი ქალაქი, სადაც 43 ეთნიკური ჯგუფი თანაცხოვრობს. ეს არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურით, მომხიბლავი მუსიკით, მხიარულ ცეკვებით და უამრავი სხვა საინტერესო თავგადასავლითა და ღირსშესანიშანობით.