# რამდენი ხნით გაგრძელდება ქუთაისის აეროპორტში საფრენი ზოლის რეაბილიტაცია?

- Link: https://avia.ge/rehabilitation/
- Published: 2022-10-06T15:11:58+04:00
- Author: Anuka Robakidze

[ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში](https://avia.ge/qutaisis-aerporti/) ასაფრენი 
დასაფრენი ზოლის მასშტაბური რეაბილიტაცია **10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით** 
განხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის 
განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით 3 საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში **მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია**.

“იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის სრული აღდგენაა ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში **17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება****
პირდაპირი რეგულარული რეისები**. ამიტომ, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა
ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. შესრულდება ასფალტის
საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების 
დასრულებას, ორ კვირიანი ეტაპის შემდეგ, **კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით** ,
ისე რომ ფრენების **ოპერირებას ხელი არ შეეშალოს**, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები”.–
განაცხადა თამარ არჩუაძემ.

რაც შეეხება იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე
ოპერირებენ, ფრენებს [თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)
განახორციელებენ.
