# 30 ივნისიდან, რუსეთში უვიზოდ შემსვლელებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

- Link: https://avia.ge/registration-will-be-mandatory-for-those-entering-russia-without-a-visa/
- Published: 2025-06-27T18:35:18+04:00
- Author: Anuka Robakidze

**30 ივნისიდან**, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები,
რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, **უნდა დარეგისტრირდნენ ერთიან ციფრულ იდენტიფიკაციისა
და ავთენტიფიკაციის სისტემაში**. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში 
შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. გავრცელებული მონაცემებით,**
აღნიშნული პროცედურა** **ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია**.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებგვერდის ცნობით, საუბარია “_**ექსპერიმენტის მეორე
ფაზაზე**_“, რომელიც** გაგრძელდება 2026 წლის 30 ივნისამდე**.

### თბილისი მოსკოვი

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 29 ნოემბერი 2026 | 30 ნოემბერი 2026 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 685 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DMOW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-29%252526return_date%25253D2026-11-30%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 2 დეკემბერი 2026 | 3 დეკემბერი 2026 | ⌊Azimuth⌉ | [ავიაბილეთები 693 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DMOW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-02%252526return_date%25253D2026-12-03%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 2 იანვარი 2027 | 15 იანვარი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 604 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DMOW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-02%252526return_date%25253D2027-01-15%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 15 თებერვალი 2027 | 28 თებერვალი 2027 | ⌊Red Wings⌉ | [ავიაბილეთები 718 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.directionNostops_tp_direct_flights_route_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DMOW%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-15%252526return_date%25253D2027-02-28%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

„ექსპერიმენტის პირობების მიხედვით, **უვიზოდ რუსეთში ჩამსვლელმა მოქალაქეებმა მინიმუმ
72 საათით ადრე უნდა გაიარონ ციფრული რეგისტრაცია** “**Госуслуги RuID**“-ის მობილური
აპლიკაციის საშუალებით. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში – მაგალითად, ოჯახის წევრის
ავადმყოფობის ან გარდაცვალების დროს – რეგისტრაცია შესაძლებელია ბოლო ოთხ საათში“, —
აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, **30 ივნისიდან [რუსეთის](https://avia.ge/rusetis-aviabiletebi/) ყველა სასაზღვრო
პუნქტზე დაიწყება** **ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება**, რაც მოიცავს ფოტოსა და 
თითის ანაბეჭდებს.

**Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე:
[551 907 907](https://avia.ge/registration-will-be-mandatory-for-those-entering-russia-without-a-visa/+995 551 907 907)**
