# მორიგი ფასდაკლება ავიაკომპანია Qatar Airways-სგან

- Link: https://avia.ge/qatar-september-discount/
- Published: 2022-09-20T12:02:55+04:00
- Author: Anuka Robakidze

კატარის სახელმწიფოს ოფიციალური ავიაკომპანია [Qatar Airways](https://avia.ge/qatar-airways/)-
ი ბიზნეს კლასის ავიაბილეთებზე **ფასდაკლებას აცხადებს**. ბილეთის შეძენა პრომო ფასით**
26 სექტემბრამდე** უნდა მოხდეს, მოგზაურობა კი 2023 წლის 31 მარტამდე დაიგეგმოს.

**Qatar Airways **ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ავიაკომპანიაა, რომელიც
მსოფლიოს **ექვს კონტინენტს და 150-ზე მეტ ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებას
ემსახურება** უახლესი თაობის თვითმფრინავებითა და უკონკურენტო დონის სერვისით.

ავიაკომპანიას მრავალი ჯოლდო აქვს მოპოვებული, მათ შორისაა **Skytrax**-ის მიერ **5
ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის წოდება**.
