# ქუთაისის აეროპორტში დადებითი დინამიკა შეინიშნება

- Link: https://avia.ge/positive-dynamics-kutaisi/
- Published: 2022-07-11T15:57:19+04:00
- Author: Anuka Robakidze

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ ინარჩუნებს საჰაერო მიმოსვლის დადებით დინამიკას.
2022 წლის **ივნისის თვეში 100%-ით აღდგა** მგზავრთა ნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.

![Positive dynamics at Kutaisi interational airport](https://avia.ge/wp-content/
uploads/2022/07/kutaisi-airport-2-300x300.jpg)

2019 წელის ივნისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 76,208 მგზავრს
მოემსახურა. ხოლო **2022 წელის ივნისში კი – 76,052 მგზავრს**.

ასევე დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. აეროპორტში რეისები
ივნისის თვეში **21%-ით გაიზარდა და 298 რეისს მოემსახურა**, ხოლო 2019 წლის ივნისში–
247 რეისს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამჟამად, ქუთაისის აეროპორტში 
ოპერირებს **5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით**. 1-ლი აგვისტოდან კი დაემატება
პირდაპირი [ფრენები პარიზის](https://avia.ge/destinations/flights-to-paris/)ა და 
ტალინის მიმართულებით და არსებულ მიმართულებეზე სიხშირეები გაიზრდება.
