# ყველაზე პოპულარული მიმართულებები თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან

- Link: https://avia.ge/popular-destinations-from-georgia/
- Published: 2022-01-13T14:44:43+04:00
- Author: Anuka Robakidze

2021 წელს პანდემიის გამო შეწყვეტილი ფრენების დიდი რაოდენობა განახლდა და დაემატა 
ახალი მიმართულებებიც საქართველოს აეროპორტებიდან. საინტერესოა, რომელი მიმართულებები
იყო ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული წინა წლის განმავლობაში. თბილისისა და ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 2021 წლის ყველაზე პოპულარულ
მიმართულებებს ასახელებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან.

**TOP 10 მიმართულება [თბილისის საერთაშორისო აეროპორტი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)
დან:**

 1.  სტამბოლი
 2.  კიევი
 3.  დუბაი
 4.  მინსკი
 5.  თელ-ავივი
 6.  შარჯა
 7.  ბაქო
 8.  [ვარშავა](https://avia.ge/flights/tbilisi-warsaw-flights/)
 9.  მიუნხენი
 10. დოჰა

გასაკვირი არც არის, რომ პირველობას ისევ [სტამბოლი](https://avia.ge/stambolis-aviabiletebi/)
ინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ თვითონ სტამბოლიც საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა თბილისიდან,
მისი ორივე აეროპორტი ტრანზიტის ფუქნციასაც ასრულებს და საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა
წერტილში მოხვედრას საკმაოდ ამარტივებს. სწორედ ეს განაპირობებს სტამბოლის ასეთ პოპულარობას
თბილისიდან.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული მიმართულება
2021 წელს თელ-ავივი იყო.

**TOP 5 მიმართულება [ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი](https://avia.ge/batumi-airport/)
დან:**

 1. თელ-ავივი
 2. კიევი
 3. მინსკი
 4. [სტამბოლი](https://avia.ge/travel-guide/istanbul/)
 5. რიადი

 
