# მანიფესტი: დაინიშნოს პირდაპირი ფრენები ბარიდან.

- Link: https://avia.ge/petition-flights-from-bari/
- Published: 2025-03-05T14:48:55+04:00
- Author: Avto A

# **მანიფესტი: დაინიშნოს პირდაპირი ფრენები ბარიდან.**

გაზიარება

Facebook

X

WhatsApp

## **მიზანი**

დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მრავალი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება 
ემიგრაციაში. მათი სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც მოკლე ვიზიტებისთვის, ხშირად რთული
და ფინანსურად მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, ამ მანიფესტით გვინდა ავიაკომპანიებს 
დავანახოთ, რამდენი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და საჭირო გარკვეული მიმართულებებზე
პირდაპირი ფრენების დანიშვნა.

ავიაკომპანიები ხშირად საკუთარი კომერციული პოლიტიკიდან გამომდინარე ნიშნავენ რეისებს,
რაც ყოველთვის არ ითვალისწინებს მგზავრთა ინტერესებს. თუ გარკვეული მიმართულება არ 
მიიჩნევა მომგებიანად ან სუბსიდირებული არ არის, რეისი შესაძლოა საერთოდ არ დაინიშნოს.
ამ მანიფესტით გვსურს, ავიაკომპანიებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და დავარწმუნოთ ისინი,
რომ მოთხოვნა არსებობს.

## **მოთხოვნა**

ჩვენ მოვითხოვთ:

 * აღდგეს პირდაპირი ფრენა ბარიდან ქუთაისის მიმართულებით;
 * დაინიშნოს ბარიდან ან ახლომდებარე ქალაქებიდან პირდაპირი ფრენა თბილისის მიმართულებით.

ამ მოთხოვნის შესასრულებლად სასურველია ბიუჯეტური ავიაკომპანიების, როგორიცაა **[Wizz Air](https://avia.ge/wizz-air/),
Ryanair, EasyJet**, ჩართვა, რაც მგზავრებს მისცემს ხელმისაწვდომი და კომფორტული რეისების
არჩევანის საშუალებას.

## **რა სარგებელი ექნება ამ ინიციატივას?**

პირდაპირი ფრენების დანიშვნა:

 * მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას;
 * შეამცირებს მგზავრობის ხარჯებს;
 * გააძლიერებს ემიგრანტების კავშირს სამშობლოსთან;
 * ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას;
 * გააჩენს ახალ კომერციულ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის.

## **რა არის 󠀁[avia.ge](https://avia.ge/)󠁿-ს როლი?**

ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელი მოაწეროს მანიფესტს
და დააფიქსიროს თავისი მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებზე პირდაპირი ფრენების დანიშვნის
შესახებ.

ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გადავცეთ
აღნიშნული მოთხოვნები და დავიწყოთ მოლაპარაკებები ახალი რეისების დანიშვნის ან არსებული
მარშრუტების განახლების მიზნით.

## **მანიფესტის მისია**

avia.ge-ის მიზანია ემიგრანტებისა და ქართველი მოგზაურების მხარდაჭერა. ჩვენ გავაერთიანებთ
ხმას და ავიაკომპანიებს მივაწვდით მოთხოვნას მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების 
დასამატებლად.

_**თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ მანიფესტს ჩვენს
ვებგვერდზე avia.ge**_

 [⌊kompensacia frenebze⌉](https://avia.ge/get-compensation/)

 [⌊kompensacia frenebze⌉](https://avia.ge/get-compensation/)

### კომენტარი ^()

[ქუთაისი ლონდონი ავიაბილეთები 220 ლარიდან](https://avia.ge/flights/kutaisi-london-flights/)

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ლონდონში ლონდონის ეშმაკის ბორბალი, ლონდონის ხიდი თუ
ბიგ-ბენი - დარწმუნებული ვარ, მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში არაერთხელ შეგხვედრიათ.
ეკრანებიდან ლონდონი საკმაოდ შორი და...

 [კითხვის გაგრძლება](https://avia.ge/flights/kutaisi-london-flights/)

[ქუთაისი ლისაბონი ავიაბილეთები 349 ლარიდან](https://avia.ge/flights/kutaisi-lisbon-flights/)

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ლისაბონში ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ლისაბონის 
ტრამვაის ფოტო ქალაქის ფერად ქუჩებში. იგი, თავისი მთელი მშვენიერებით, შეიძლება ითქვას,
ქალაქის სიმბოლოდ იქცა. ლისაბონი არის...

 [კითხვის გაგრძლება](https://avia.ge/flights/kutaisi-lisbon-flights/)

[ქუთაისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები 380 ლარიდან](https://avia.ge/flights/kutaisi-copenhagen-flights/)

იაფი ავიაბილეთები კოპენჰაგენში მოგზაურობისას რა არის თქვენი პრიორიტეტი? გართობა 
გირჩევნიათ თუ მშვიდ გარემოში დასვენება? ლამაზ ქუჩებში სეირნობა თუ მთაგორიანი რელიეფის
ყურება? რა პასუხიც არ უნდა...

 [კითხვის გაგრძლება](https://avia.ge/flights/kutaisi-copenhagen-flights/)

[ქუთაისი სალონიკი ავიაბილეთები 79 ლარიდან](https://avia.ge/flights/kutaisi-thessaloniki-flights/)

იაფი ავიაბილეთები სალონიკში სალონიკი საბერძნეთში სიდიდით მეორე ქალაქია. თუ ზღვის
სანაპიროზე სეირნობა, მუზეუმებში ვიზიტი და გართობა ერთ ლოკაციაზე გინდათ ნახოთ, ქუთაისი
სალონიკი ავიაბილეთები თქვენთვისაა. სალონიკი საბერძნეთის...

 [კითხვის გაგრძლება](https://avia.ge/flights/kutaisi-thessaloniki-flights/)

(+995) 551 907 907
