# ყველაზე გავლენიანი პასპორტები

- Link: https://avia.ge/passports-index/
- Published: 2019-10-12T14:20:37+04:00
- Author: avia

პასპორტი რომ მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, 
ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა როგორ განსხვავდებიან ისინი გავლენისა და
სტატუსის მიხედვით, ალბათ ყველასთვის საინტერესოა.

ყოველწლიურად, [Hanley & Partners](https://en.wikipedia.org/wiki/Henley_%26_Partners)-
ის მიერ ქვეყნდება სტატისტიკა, თუ რომელი ქვეყნის პასპორტმა მოიპოვა წლის განმავლობაში
ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის და ვიზის ჩასვლისას აღების უფლება.

ასეთი პასპორტების მფლობელებისთვის მოგზაურობა ბევრად მარტივია, რადგან მათ არ ესაჭიროებათ
[ვიზა](https://avia.ge/category/visa/) და მკაცრი საპასპორტო კონტროლის გავლა რომელიმე
ქვეყნის სტუმრობისას, ამიტომ ისინი ყველაზე სასურველ პასპორტებადაც ითვლებიან.

**Hanley Passport Index** -ის 2019 წლის სიის სათავეში **იაპონია** და **სინგაპური**
მოხვდნენ. მათ უვიზოდ მიმოსვლის ან ვიზის ჩასვლისას აღების უფლება **190** ქვეყანაში
აქვთ. ჩამონთვალი კი შემდეგნაირად გრძელდება :

 * ფინეთი, [გერმანია](https://avia.ge/aviabiletebi-germania/), სამხრეთ კორეა (188
   მიმართულება).
 * დანია, იტალია, ლუქსემბრუგი (187 მიმართულება).
 * [საფრანგეთი](https://avia.ge/saprangetis-aviabiletebi/), [ესპანეთი](https://avia.ge/espanetis-aviabiletebi/),
   შვედეთი (186 მიმართულება).
 * ავსტრია, ჰოლანდია, პორტუგალია (185 მიმართულება)
 * ბელგია, კანადა, [საბერძნეთი](https://avia.ge/saberdznetis-aviabiletebi/), ირლანდია,
   ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია (184 მიმართულება).
 * [მალტა](https://avia.ge/maltis-aviabiletebi/), [ჩეხეთის](https://avia.ge/chexetis-aviabiletebi/)
   რესპუბლიკა (183 მიმართულება).
 * ახალი ზელანდია (182 მიმართულება).
 * [ავსტრალია](https://avia.ge/flights-to-australia/), ლიტვა, სლოვაკეთი (181 მიმართულება).
 * [უნგრეთი](https://avia.ge/ungretis-aviabiletebi/), ისლანდია, [ლატვია](https://avia.ge/aviabiletebi-latvia/),
   სლოვენია (180 მიმართულება).

ამ 32 ქვეყნის პასპორტს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ძალა აქვს. ჩამონათვალს კი
გავაგრძელებთ იმ ქვეყნებით, რომლებიც სიის ბოლოში მოხვდნენ და მათ პასპორტებს ყველაზე
ნაკლები გავლენა გააჩნიათ.

 * ლიბანი, ჩრდილოეთ კორეა (39 მიმართულება).
 * ნეპალი (38 მიმართულება).
 * ლიბია, პალესტინის ტერიტორია, სუდანი (37 მიმართულება).
 * იემენი (33 მიმართულება).
 * სომალი, პაკისტანი (31 მიმართულება).
 * სირია (29 მიმართულება).
 * ირანი (27 მიმართულება).
 * ავღანეთი (25 მიმართულება).

რაც შეეხება საქართველოს, უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლისას ვიზის აღების უფლება 113 ქვეყანასთან
აქვს და **Hanley Passport Index**-ის რეიტინგში **52**-ე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ,
რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკებები [უვიზოდ მიმოსვლის შესახებ](https://avia.ge/visa-liberalization/),
ამიტომ ქართული პასპორტის დაწინაურების მომავალი წლის სტატისტიკაში უნდა ველოდოთ.
