ავიაბილეთები ყველაზე იაფად

იერუსალიმი, ათონის მთა და ადგილები სადაც მომლოცველები დადიან

religiuri turizmi

მოგზაურობა უმეტესად გართობასა და მზიან სანაპიროებთან ასოცირდება, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს რწმენასა და რელიგიას უკავშირდება და სულიერი განახლების გზაა. დღესდღეობით თანამედროვე სამყარო გვაძლევს ფუფუნებას, რომ ის მანძილი, რომლის გავლასაც ადრე მომლოცველები რამდენიმე თვეს ანდომებდნენ, ახლა საათებში დაფარონ.

დასავლური კულტურის მრავალფეროვნების მიუხედავად, ევროპა უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეებს ინახავს, ეს კი მართლმადიდებელი მრევლისთვის ნამდვილი საგანძურია, ამიტომ ევროპაში სხვა ტურისტებთან ერთად უამრავი მომლოცველიც არის, რომლებიც უცხო ქვეყანაში რწმენამ ჩაიყვანა.

ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებზე, სადაც რელიგიური ტურიზმი მეტად განვითარებულია, და გეტყვით ამ ლოკაციებზე მოხვედრის მარტივი გზების შესახებ.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი9 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 136 -დან
ლარნაკა21 მარტი 202627 მარტი 2026ავიაბილეთები 137 -დან
ვროცლავი4 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 142 -დან
ბრატისლავა28 იანვარი 20266 თებერვალი 2026ავიაბილეთები 177 -დან
ვილნიუსი11 თებერვალი 202625 თებერვალი 2026ავიაბილეთები 185 -დან
ვენეცია24 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 193 -დან
მილანი3 აპრილი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 199 -დან

საბერძნეთი – მართლმადიდებლობის კარიბჭე

საბერძნეთი მართლმადიდებელი მომლოცველებისთვის უპირობოდ ლიდერია. აქ არის მიმართულებები, რომელთა მონახულებასაც სწორად დაგეგმვის შემთხვევაში მარტივად შეძლებთ.

თესალონიკი და ათონის მთა

თესალონიკი საბერძნეთის რელიგიური გულია. აქედან იწყება გზა ათონის მთისკენ – ღვთისმშობლის წილხვედრი ბაღისკენ. იცოდით, რომ ათონის მთაზე არსებობს ლეგენდა „უხილავი ბერების“ შესახებ?! გადმოცემის თანახმად, ათონის მთის მწვერვალზე, ყველაზე მიუვალ კლდეებში, ცხოვრობს 7 (ზოგიერთი ვერსიით – 12) განდეგილი ბერი. ისინი ადამიანებს არასდროს ენახებიან, თითქმის არ იკვებებიან და მუდმივ ლოცვაში არიან. ლეგენდა გვიყვება, რომ როდესაც ერთი მათგანი გარდაიცვლება, მის ადგილს მაშინვე სხვა იკავებს. ისინი მხოლოდ სამყაროს აღსასრულის ჟამს გამოჩნდებიან, რათა ათონის მთაზე ბოლო წირვა აღავლინონ.

როგორ მოვინახულოთ

თესალონიკის აეროპორტი იღებს როგორც პირდაპირ, ასევე ტრანზიტულ რეისებს. ქუთაის სალონიკი და თბილისი სალონიკი რეისები ძალიან ხშირად სრულდება. აეროპორტიდან კი ათონის მთის მისადგომებამდე (ურანუპოლი) ტრანსფერით დაახლოებით 2–3 საათის გზაა.

კუნძული კორფუ (კერკირა) – წმინდა სპირიდონის სავანე


კუნძული კორფუ ძალიან განსაკუთრებული ადგილია. აქ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი ნაწილებია დაბრძანებული.

წმინდა სპირიდონს „მოსიარულე წმინდანს“ უწოდებენ. არსებობს გადმოცემა, რომ ის დღემდე დადის დედამიწაზე და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამის მატერიალური მტკიცებულება მისი ხავერდის ფეხსაცმელია, რომელიც წმინდანის ნეშტს აცვია. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ფეხსაცმელი დროთა განმავლობაში ცვდება, ძირები ეხეხება და ჭუჭყი ჩნდება. ამიტომ მღვდელმსახურები პერიოდულად მას ფეხსაცმელს უცვლიან, გაცვეთილს კი ანაწევრებენ და მომლოცველებს ურიგებენ.

როგორ მოვინახულოთ

კორფუზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც პირდაპირი ჩარტერული რეისებით (სეზონურად), ასევე ათენი ან თესალონიკის გავლით.

პატრა – წმინდა ანდრია პირველწოდებული


პატრაში ინახება წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა და ჯვარი, რომელზეც ის აღესრულა. წმინდანის ჯვარი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დროს ან დაკარგულად ითვლებოდა, ან სხვადასხვა ქვეყანაში იყო დაბრძანებული. მისი დაბრუნება პატრაში სასწაულის ტოლფასი იყო. ასევე ცოტამ თუ იცის, რომ წმინდა ანდრიას საფლავიდან წლების მანძილზე მოედინებოდა სასწაულმოქმედი მირონი, რომელსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ჰქონდა და მთელ ქალაქს სურნელით ავსებდა.

მეტეორა – მონასტრები ცასა და დედამიწას შორის

თუ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთთან სიახლოვეს ფიზიკურად იგრძნობთ, ეს მეტეორაა. უზარმაზარ, ვერტიკალურ კლდეებზე აგებული მონასტრები იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია და ტურისტებისთვის ნომერ პირველი სანახაობაა, მომლოცველებისთვის კი ის განსაკუთრებული მადლის მატარებელია.

საუკუნეების განმავლობაში ბერები კლდის მწვერვალებზე მხოლოდ თოკით დაწნული ბადეებით ადიოდნენ, რომელსაც ზემოდან ჯალამბარით ქაჩავდნენ. როდესაც ერთ-ერთ ბერს სტუმარმა ჰკითხა, დაწნულ თოკს რამდენ ხანში ერთხელ ცვლიდნენ, ბერმა მშვიდად უპასუხა: „მხოლოდ მაშინ, როცა გაწყდება“. ეს პასუხი კარგად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას სიკვდილსა და ღვთის ნებაზე მინდობის შესახებ. დღეს აქ ასვლა უსაფრთხო კიბეებითაა შესაძლებელი, თუმცა ადგილის აურა კვლავინდებურად შემაძრწუნებელია.

როგორ მოვინახულოთ

მეტეორა თესალონიკის აეროპორტიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზეა. თუ თესალონიკში მიფრინავთ, მეტეორას გამოტოვება დანაშაულის ტოლფასია.

იტალია – ბარი და წმინდა ნიკოლოზი


იტალია მხოლოდ კათოლიკური სამყაროს ცენტრი არ არის. ქალაქ ბარიში მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ბაზილიკა. წმინდა ნაწილებიდან, რომლებიც ბაზილიკის კრიპტაში განისვენებს, საუკუნეების მანძილზე მოედინება სითხე, რომელსაც „წმინდა ნიკოლოზის მანანას“ უწოდებენ. ეს არ არის მირონი, ეს არის კრისტალურად სუფთა სითხე, რომელიც მეცნიერულად აუხსნელი გზით ძვლებზე წარმოიქმნება. წელიწადში ერთხელ კი, 9 მაისს, რიტუალის დროს, არქიეპისკოპოსი აკლდამას ხსნის და სპეციალური ჭურჭლით იღებს სითხეს, რომელსაც შემდეგ წყალში აზავებენ და მომლოცველებს უნაწილებენ.

როგორ მოვინახულოთ

ბარის აეროპორტი პოპულარული მიმართულებაა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის (Wizz Air). ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ხშირად სრულდება, რაც ბარს ყველაზე ბიუჯეტურ რელიგიურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს.

კვიპროსი – წმინდა ლაზარეს კუნძული


კვიპროსი, ლარნაკა – ადგილი, სადაც ბიბლიური ისტორია ცოცხლდება. აქ მდებარეობს წმინდა ლაზარეს ტაძარი, რომელიც იმ ლაზარეს სახელზეა აგებული, რომელიც მაცხოვარმა აღადგინა მკვდრეთით.

გადმოცემის თანახმად, მკვდრეთით აღმსდგარმა ლაზარემ კიდევ 30 წელი იცოცხლა, მაგრამ ის არასდროს იღიმოდა. ამბობენ, რომ იმ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ გარდაცვლილი იყო, მან ჯოჯოხეთის საშინელებები და სულების ტანჯვა იხილა, ამ ყველაფერმა კი მასზე სამუდამო კვალი დატოვა. ლეგენდის თანახმად, მან მხოლოდ ერთხელ გაიღიმა, როდესაც დაინახა, როგორ იპარავდა ადამიანი თიხის ქოთანს. ლაზარემ თურმე ჩაილაპარაკა: „თიხა იპარავს თიხას“, რითაც ადამიანის წარმავალ ბუნებაზე მიანიშნა.

როგორ მოვინახულოთ

ლარნაკას აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოსაა. ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან სრულდება.

ისრაელი – იერუსალიმი, სამყაროს ცენტრი

ყველა ქრისტიანული გზა იერუსალიმში იყრის თავს. ეს არ არის უბრალოდ ქალაქი, ეს არის ადგილი, სადაც ცა დედამიწას ეხება. მაცხოვრის საფლავი, გოლგოთა და აღდგომის ტაძარი მორწმუნეებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილია. აღდგომის ტაძრის შესასვლელთან, მარცხენა მხარეს დგას მარმარილოს სვეტი, რომელიც სიგრძეზეა გახეთქილი. გადმოცემის თანახმად, 1579 წელს, როდესაც მართლმადიდებლებს ტაძარში შესვლა აუკრძალეს და კარი ჩაუკეტეს, წმინდა ცეცხლი სწორედ ტაძრის გარეთ, ამ სვეტიდან გადმოვიდა. გახეთქილი სვეტი დღემდე ინახავს ცეცხლის კვალს და მას მორწმუნეები მოკრძალებით ეხებიან.

როგორ მოვინახულოთ

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტი საქართველოსთან ძალიან ახლოსაა, ფრენა დაახლოებით 2.5 საათს გრძელდება. რეისები სრულდება თბილისიდან.

სამოგზაურო რჩევები მომლოცველებისთვის

რელიგიური ტურის დაგეგმვისას ავიაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ:

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version