# Georgian Airways ახალი Boeing 767-300-ით ტაილანდის, ინდოეთის და ჩინეთის მიმართულებით გეგმავს ფრენებს

- Link: https://avia.ge/new-destinations-of-georgian-airways/
- Published: 2024-06-17T17:30:53+04:00
- Author: Anuka Robakidze

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია[** Georgian Airways**](https://avia.ge/georgian-airways/)-
ის ფლოტს ახალი, ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი შეემეტა, რომელიც კომპანიას
ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ახალი ავიახომალდი **Boeing 767-300** **
საქართველოს ისტორიაში, პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია**.

_Georgian Airlines Group_ -ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა, ავიახომალდის მთავარ
მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მუშაობის პრინციპზე, მაღალ სტანდარტებზე და
სხვა უპირატესობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და 
მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ავიაციის სექტორში
არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქართულ
ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის
მნიშვნელობაზე ისაუბრა.

#### ავიაკომპანია **_ჯეორჯიან ეარვეისი_ ფრენებს _ტაილანდის_ , _󠀁[ინდოეთის](https://avia.ge/indoetis-aviabiletebi/)󠁿 _და ****_ჩინეთის_ ****ქალაქების მიმართულებით განახორციელებს**, – ამის შესახებ Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტმა, ავიახომალდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

### Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | ბერლინი | 28 ნოემბერი 2026 | 5 დეკემბერი 2026 | ⌊Georgian Airways⌉ | [ავიაბილეთები 911 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DBER%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-28%252526return_date%25253D2026-12-05%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ლარნაკა | 30 ნოემბერი 2026 | 5 დეკემბერი 2026 | ⌊Georgian Airways⌉ | [ავიაბილეთები 900 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DLCA%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-30%252526return_date%25253D2026-12-05%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ნიცა | 9 დეკემბერი 2026 | 16 დეკემბერი 2026 | ⌊Georgian Airways⌉ | [ავიაბილეთები 1 102 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DNCE%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-09%252526return_date%25253D2026-12-16%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ნოვოსიბირსკი | 22 იანვარი 2027 | 13 თებერვალი 2027 | ⌊Georgian Airways⌉ | [ავიაბილეთები 1 222 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DOVB%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-22%252526return_date%25253D2027-02-13%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | რომი | 28 ნოემბერი 2026 | 2 დეკემბერი 2026 | ⌊Georgian Airways⌉ | [ავიაბილეთები 933 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DROM%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-28%252526return_date%25253D2026-12-02%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

„ბოინგ 767-300“ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და **გამოირჩევა 
თავისი მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით**.
ავიახომალდს გააჩნია კიდევ ერთი დიდი უპირატესობა – ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების 
შესრულება, კერძოდ, **მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს** **უწყვეტი 12 -საათიანი პირდაპირი
რეისი.**

**დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 
[551 907 907](https://avia.ge/new-destinations-of-georgian-airways/551 907 907) 
ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**

## Comments

### By: ირაკლი

- Link: https://avia.ge/new-destinations-of-georgian-airways/#comment-2173
- Published: 2024-06-18T18:23:46+04:00

ეს ქვეყანა აღარაა.. დახურეს ქოცებმა საქართველო.. ) ის საქართველო, სადაც მთელი ცხოვრება
გვაქ გატარებული აქ ხალხს.. ეს თუ ამ ბო\*\*სშვილებს გაუვიდათ, არც ვიმსახურებთ დემოკრატიას.
თქვენ იფრინეთ ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ზედა კორეაში, ყრუსეთში.. მე აქ შვილებს 
არ გავზრდი ამ შემთხვევაში..
