ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flyadeal შემოდის

საქართველოს ავიაბაზარს მალე ახალი ავიაკომპანია შეემატება. საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flyadeal თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში იწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანია ოპერირებას ორივე აეროპორტში ერთდროულად, ივნისიდან დაიწყებს და ჯამში კვირაში 15 რეისს შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან, ჯედადან, რიდიდან და დამამიდან განხორციელდება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი ორი ქალაქიდან, ჯედადან და რიადიდან.

საუდის არაბეთის ავიაბილეთები უკვე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.

Exit mobile version