მოგზაურობა ყველასათვის სასიამოვნო და საყვარელი პროცესია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ხშირად ვერ ვახერხებთ სამოგზაუროდ წასვლას. ასეთ დროს, შეგვიძლია ჩვენს საყვარელ თუ საოცნებო ქალაქებში ფილმების საშუალებით ვიმოგზაუროთ. რა თქმა უნდა, ფილმების ნახვა მოგზაურობას ვერ შეგვიცვლის, თუმცა სასიამოვნო ემოციებს მაინც გვაჩუქებს.
ისეთი ფილმები, რომლებიც მოგზაურობას ეხება, ბევრია. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქს და რამდენიმე საათით ვირტუალურად გამოგზაურებთ.
-
Midnight in Paris
თუ პარიზი ის ქალაქია, სადაც უკვე იმოგზაურეთ და კიდევ გსურთ დაბრუნება ან მის ნახვაზე ოცნებობთ, მაშინ ეს ფილმი სწორედ თქვენთვისაა. „შუაღამე პარიზში“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის ისტორიას, რომელიც პარიზში მოგზაურობისას შემთხვევით წარსულში აღმოჩნდება. ფილმი გვაჩვენებს როგორც თანამედროვე, ისე 1920-იანი წლების პარიზს.
-
To Rome with Love
ფილმი, სადაც გადმოცემულია ტურისტების და ადგილობრივების ცხოვრება და თავგადასავლები, რომის ულამაზეს ქუჩებში გამოგზაურებთ და ქვეყნის კულტურასა თუ ცხოვრების სტილს საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ.
- Copenhagen
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი ვითარდება, სადაც ნახევრად დანიელი უილიამი კოპენჰაგენში მიემგზავრება, რომ მამამისის ოჯახი იპოვოს, განსაკუთრებულ ყურადღებას ულამაზესი ქალაქი იპყრობს. ფილმის საშულებით კოპენჰაგენის ფერად შენობებს მოინახულებთ და ქალაქის საინტერესო ცხოვრების სტილსაც გაიცნობთ.
-
Vicky Cristina Barcelona
ვუდი ალენის გამორჩეული ფილმი, სადაც ორი მეგობარი ესპანეთში მიემგზავრება და ერთი მამაკაცი შეუყვარდებათ, ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო არქიტექტურის მქონე ქალაქში- ბარსელონაში გამოგზაურებთ. საინტერესო ისტორია და ულამაზესი კადრები დაუვიწყარ ემოციებს გამოიწვევს თქვენში.
-
Lion
ემოციებით სავსე ფილმი, სადაც 5 წლის ინოდელ ბიჭს ავსტრალიელი წყვილი იშვილებს და 25 წლის შემდეგ თავის სამშობლოში ოჯახის მოსაძებნად დაბრუნდება, ორი განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყნებში – ინდოეთში და ავსტრალიაში გამოგზაურებთ.
-
Crazy Rich Asians
კომედიური ჟანრის ფილმი, სადაც ამერიკელი რეიჩელი თავის მეგობარ ბიჭს სინგაპურში მიჰყვება ოჯახის გასაცნობად და მისი სიმდიდრის შესახებ აღმოაჩენს, კარგ განწყობასთან ერთად, შთამბეჭდავი სინგაპურის ნახვის საშუალებას გვაძლევს.
-
Falling In Love
სასიამოვნო სიყვარულის ისტორიას და ულამაზეს ახალ ზელანდიას გაბრიელა გაგვაცნობს, რომელიც ახალ ზელანდიაში მიტოვებულ სასტუმროს მოიგებს და მის გასარემონტებლად ამერიკიდან გაემგზავრება.
-
The Beach
ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს, ტაილანდში მიემგზავრება. ფილმი საინტერესო სიუჟეტებს და ეგზოტიკური ტაილანდის ულამაზესი კუნძულების კადრებს გვთავაზობს.