ავიაბილეთები ყველაზე იაფად

5 ქალაქი, რომელიც დანიაში უნდა მოინახულოთ

დანია

საუკუნეების განმავლობაში დანია ძალიან შეიცვალა. ერთ დროს ბობოქარი ვიკინგების სამყოფელი, ახლა მშვიდობიანი თანამედროვე ქვეყანაა, სადაც ინოვაციური არქიტექტურა სივრცეს შუა საუკუნეების შენობებთან იზიარებს. ეს საზღვაო ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებს, მდიდარია ფანტასტიკური ლანდშაფტითა და ულამაზესი ქვიშიანი პლაჟებით.

თქვენ იხილავთ თვალწარმტაც მეთევზეთა სოფლებს, სადაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მათი ყველაზე ცნობილი თევზი – ქაშაყი. ასევე ქვეყანაში უამრავი საინტერესო ისტორიული ადგილია, რომლებიც ხაზს უსვამენ ქვეყნის მდიდარ მემკვიდრეობას და მათ სხვადასხვა ქალაქში უხვად შეხვდებით, იქნება ეს გრძელი ნავები პორტებში, თუ მისი ფანტასტიკური მუზეუმები, ძველი ეკლესიები და შთამბეჭდავი არქიტექტურა.

დედაქალაქის გარდა დამთვალიერებელს ელოდება დანიის მრავალი სხვა შესანიშნავი ტურისტული ქალაქი თავიანთი ღირსშესანიშნაობებით.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ ულამაზეს ევროპულ სამოგზაურო დანიშნულების ადგილზე. აქ მოცემულია დანიის საუკეთესო ქალაქების სია, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

1. კოპენჰაგენი

კოპენჰაგენი

მოგზაურთა უმეტესობა დანიაში ვიზიტს კოპენჰაგენი -დან იწყებს, რომელიც ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და დედაქალაქს წარმოადგენს. ყოფილი ვიკინგების მეთევზეთა სოფელი ახლა ქვეყნის კულტურული და ფინანსური ცენტრია. კარგად მოვლილი ნავსადგურები კი ისეტი სუფთაა რომ წყალში ბანაობაც კი შესაძლებელია.

ქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ ტივოლის ბაღები, სკანდინავიის ყველაზე მონახულებადი თემატური პარკიები და ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრზე დაფუზვნებული ბრინჯაოს ქანდაკები. კოპენჰაგენს, რომელიც ცნობილია თავისი ჰოლანდიური რენესანსის არქიტექტურით, აქვს ჰორიზონტალური ლანდშაფტი, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრეებითა და შუა საუკუნეების ეკლესიებით.

2. ორჰუსი

ორჰაუსი

ორჰუსი ვიკინგების მიერ დაარსებული, სიდიდით მეორე ქალაქია დანიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სავაჭრო ცენტრი და ცნობილია თავისი ძლიერი მუსიკალური სცენით. ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს რვადღიან საერთაშორისო ჯაზ ფესტივალს. ორჰაუსი 2017 წელს სამართლიანად დასახელდა ევროპის კულტურულ დედაქალაქად, ღირსშესანიშნაობების სიმრავლის გამო.

ეს არის არქიტექტურულად საინტერესო ქალაქი, ვიკინგებიდან დღემდე წარმოდგენილი ყველა სტილით. უძველესი, ყველაზე კარგად შემონახული სახლები შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის ცენტრში. ქალაქის პეიზაჟზე დომინირებს მე-13 საუკუნის ორჰუსის ტაძარი, ქალაქის ყველაზე გრძელი და მაღალი ეკლესია.

უამრავი ბრწყინვალე რესტორნით, ჰიპ-ბარითა და კაფეით და ასევე შოპინგის დიდი ასორტიმენტით, ორჰუსი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.

3. ოდენსე

Odense | Denmark | Follow Me Everywhere

Odense ითარგმნება როგორც “ოდინის საკურთხეველი”, მაგრამ ის უფრო ცნობილია სხვა რამით, ვიდრე თავშესაფარი ამ ნორვეგიული ღმერთის თაყვანისმცემლებისთვის. ეს არის ცნობილი მთხრობელის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების ადგილი და ბავშვობის სახლი, ასე რომ თქვენ შეხვდებით მისი პერსონაჟების მრავალ ქანდაკებას.

ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისთვის სასიამოვნო სანახავია. სიაში შედის ვიკინგების ძველი ციხე; ფუნენის სოფლის მუზეუმი, რომელიც ასახავს ანდერსენის იქ ცხოვრებას; ფუნენის სააბატო, დანიის ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების მუზეუმი და მე-11 საუკუნის წმინდა კანუტეს ტაძარი.

4. ბორნჰოლმი

ბორნჰოლმი, კუნძული ბალტიის ზღვაში, რომელიც უფრო ახლოს არის პოლონეთისა და შვედეთის სანაპიროებთან, ვიდრე დანიასთან, ცნობილია თავისი ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთებით, განსაკუთრებით ჭიქებითა და ჭურჭლით.

კუნძულზე განთავსებულია რამდენიმე ქალაქი თვალწარმტაცი ქარის წისქვილებით და რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესიით, რომელთაგან ოთხი მრგვალია. ეს ადგილი  გამოირჩევა თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებით კლდოვანი ზღვის სანაპიროებიდან და ტყეებიდან მწვანე ხეობებსა და პლაჟებამდე. აქ ასევე ნახავთ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს და მზის ტაძრებს ნეოლითის ხანიდან.

5. რიბე

რიბე

დანიის უძველეს ქალაქი რიბე იუტლანდში მდებარობს. იგი დაარსდა 700 წელს, როგორც ვიკინგების ბაზარი. ქალაქის მერია ყველაზე ძველია ქვეყანაში. იგი აშენდა 1496 წელს.

რიბეში ბევრი რამ არის სანახავი, მისი უჩვეულო ნახევრად ხის შუა საუკუნეების ნაგებობებიდან დაწყებული საკათედრო ტაძრამდე და დანიის პირველ ქრისტიანულ ეკლესიამდე დამთავრებული.

ახლოს არის ეკოლოგიური საგანძური Wadden Sea ეროვნული პარკი.

თუ გადაწყვიტეთ ეწვიოთ დანიას, იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version