ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა

ქუთაისის აეროპორტი

2023 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მემილიონე მგზავრს, რომლიც გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. მგზავრი ავიაკომპანია Wizz Air -ის რეგულარულმა რეისმა ფრანკფურტი -დან ჩამოიყვანა. გოცინგერი ე.წ. სთრით ფუდის ბლოგერია, საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით, 1 თვით დარჩენას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მათ მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ. მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა.

ქუთაისი ფრანკფურტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 ივნისი 20249 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 325 -დან

 

„ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ მემილიონე მგზავრმა საქართველოში მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბევრი სტატია წაიკითხა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოსადმი ინტერესი და ცნობადობა იზრდება,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აშენდება, რომელიც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, მოემსახუროს ყველა ზომის საჰაერო ხომალდს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.

„ჩვენ ასევე ვახორციელებთ სატერმინალო სამუშაოებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუთაისის აეროპორტით სარგებლობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version