5 ოქტომბერს მილანიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენა შესრულდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ 5 ოქტომბრის თბილისი-მილანის ჩარტერული რეისი მხოლოდ გამყვანი იყო და თვითმფრინავი უკან მგზავრების გარეშე ბრუნდებოდა, თუმცა უკვე დადასტურდა, რომ რეისი ორმხრივი იქნება.
ჩარტერულ ფრენას მილანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს. ისევე როგორც ჩაფრენა, გამოფრენაც ბერგამოს აეროპორტიდან იქნება. გამოფრენა იტალიის დროით 14:15 საათზე იქნება, თბილისის აეროპორტში ჩამოფრენა კი 20:00 საათზე.
იტალიასა და საქართველოს შორის რეგულარული მიმოსვლა ჯერჯერობით არ არის აღდგენილი, ამიტომ მილანი-თბილისის ჩარტერული ფრენა საუკეთესო შეთავაზებაა იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველებისთვის.