ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ახლო აღმოსავლეთში ფრენების ნაწილი აღდგა, თუმცა საავიაციო კრიზისი გრძელდება

Flights resume in the Middle East

ახლო აღმოსავლეთში დაძაბული გეოპოლოტიკური ვითარება ისევ გრძელდება, თუმცა ავიაკომპანიებს ნაწილი თანდათან იწყებენ ფრენების აღდგენას, რა თქმა უნდა, შეზღუდული რაოდენობით.

დუბაიში ბაზირებულმა ავიაკომპანიებმა, Flydubai და Emirates -მა, თითქმის სამდღიანი პაუზის შემდეგ კონკრეტული ფრენების შესრულება დაიწყეს. 2 მარტს გვიან ღამით Emirates -მა გააკეთა განცხადება, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ მგზავრებს, რომლებსაც ჯავშნები უფრო ადრეულ თარიღებზე ჰქონდათ გაკეთებული. ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მათ ავიაკომპანია გაუგზავნის შეტყობინებებს.

ამავდროულად, Flydubai -მ რუსეთის ოთხ ქალაქში – კაზანი, ეკატერინბურგი, მოსკოვი და ნოვოსიბირსკი – აღადგინა ფრენები. ასევე, დაგეგმილია ფლაიდუბაის ხუთი რეისის დაბრუნება დუბაიში, მათ შორის, მულტანიდან, ისლამაბადიდან და ჰარგეისადან.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი დაზიანდა მას შემდეგ, რაც ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით რაკეტები გაისროლა – ეს იყო საპასუხო რეაქცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, სრულად შეცვალა საჰაერო მიმოსვლა რეგიონში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საავიაციო ჰაბების სამშობლოა.

დოჰას Qatar Airways -ი და აბუ-დაბის Etihad Airways-ი აცხადებენ, რომ მათი ოპერირება 3 მარტის ჩათვლით შეჩერებული რჩება.

ერაყის, ქუვეითის, ბაჰრეინის, სირიისა და კატარის საჰაერო სივრცე კვლავ დაკეტილია. იორდანია კი რეგიონის ბოლო ქვეყანაა, რომელმაც საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ომანის საჰაერო სივრცე ღია რჩება, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცე ნაწილობრივ არის გახსნილი.

ამავდროულად, გლობალური ავიაკომპანიები აგრძელებენ ფრენების გაუქმებას ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უსაფრთხოების რისკებისა და საჰაერო სივრცის გახანგრძლივებული ჩაკეტვის გამო.

Exit mobile version