# MacBook Pro-ს თვითმფრინავებში ატანა აიკრძალება

- Link: https://avia.ge/macbook-pro/
- Published: 2019-09-03T17:36:39+04:00
- Author: avia

უსაფრთხოების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ
გადაწყვიტა, რომ მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე **MacBook Pro**-ს ატანა უნდა აეკრძალოთ.

აკრძალვის მიღების მიზეზი გახდა ის, რომ **Retina**-ს ეკრანით აღჭურვილ 15- დიუმიან
MacBook – ის ეკრანს ბატარეის პრობლემა აქვს, რომელიც შესაძლოა გადახურების შემთხვევაში
აალდეს და საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავში მყოფებს.

ეს ხარვეზი 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გამოშვებულ პროდუქციას აქვს
და საინფორმაციო სააგენტო **Reuters**-ის წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ამ კონკრეტულ 
პროდუქციაზე გავრცელდება აკრძალვა.

ბატარეის პრობლემის შესახებ ინფორმაცია ივნისში გავრცელდა და კომპანია **Apple** – 
მა განაცხადა, რომ 15 დიუმიანია **MacBook** – ის ბატარეას სრულიად უფასოდ შეცვლიდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური სამმართველოს განცხადებით, ახალი
კანონის შესახებ ინფორმაცია ყველა ამერიკულ [ავიაკომპანია](https://avia.ge/category/avia-companies/)
ს გაუგზავნა, რათა დროულად მოხდეს ამ რეგულაციის ამოქმედება და ყველანაირი საფრთხე,
რაც შეიძლება ბატარეის ხარვეზმა გამოიწვიოს, თავიდან აიცილონ.
