ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Lufthansa -მ გერმანიის რამდენიმე ქალაქში შეიძლება ფრენები შეწყვიტოს

ავიაკომპანია lufthansa

Lufthansa-ს დირექტორმა, იენს რიტერმა, განაცხადა, რომ შესაძლოა კომპანიამ ფრენები შეაჩეროს გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბრემენში, დრეზდენში, კიოლნში, ლაიფციგში, მიუნსტერში, ნიურნბერგსა და შტუტგარტში. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ავიაკომპანია ლუფთანზა საქართველოში, თბილისის აეროპორტის მიმართულებით ოპერირებს და რეისებს თბილისი მიუნხენი მიუნხენი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად გვთავაზობს.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 თებერვალი 202626 თებერვალი 2026Lufthansaავიაბილეთები 1 178 -დან
6 მარტი 202622 მარტი 2026Lufthansaავიაბილეთები 759 -დან
17 აპრილი 202624 აპრილი 2026Lufthansaავიაბილეთები 748 -დან

 

რატომ იქმნება ფინანსური პრობლემები?

რიტერი ამბობს, რომ Lufthansa-სთვის გარკვეული მარშრუტები შესაძლოა წამგებიანი გახდეს გერმანიის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო. ამ ბიუჯეტით, ავიაკომპანიებს ხარჯები ეზრდებათ, მაგრამ შეღავათები არ ეძლევათ.

რა დაპირება არ სრულდება?

მთავრობის ეს მიდგომა ეწინააღმდეგება CDU/CSU-სა და SPD-ის კოალიციურ შეთანხმებას, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ისინი შეამცირებდნენ გადასახადებსა და მოსაკრებლებს ავიაციაზე.

რა სტატისტიკას გვიჩვენებს?

ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ავიაგადასახადები და მოსაკრებლები ძალიან მაღალია. 2019 წლიდან 2024 წლამდე ეს ხარჯები 38%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ევროპაში საშუალოდ 26%-ით მოიმატა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version