# 21 ივნისიდან Lufthansa-ს მგზავრები დამატებით გადაიხდიან თანხას ადგილის არჩევისთვის.

- Link: https://avia.ge/lufthansa-economy-light/
- Published: 2022-06-02T13:06:00+04:00
- Author: Anuka Robakidze

![](https://avia.ge/wp-content/uploads/2022/06/Economy-Light-3-300x200.jpg)

**21 ივნისიდან Lufthansa-ს Light სტატუსის ბილეთის მქონე მგზავრები დამატებით გადაიხდიან
თანხას ადგილის არჩევისთვის.**

მგზავრებისთვის ადგილის შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდება. მათ, ვინც Economy 
Light-ის საბაზისო ტარიფით სარგებლობენ და ადგილის ცვლილება სურთ Lufthansa-მ “ცვლილების
საფასური” დაუწესა. თუ მათ ადგილის შეცვლა ენდომებათ, დამატებითი ტარიფის გადახდა მოუწევთ.

ეს არის იგივე სისტემა, რომელსაც იყენებს [Ryanair](https://avia.ge/ryanair-rules/)
ან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, მაგრამ შედარებით მაღალი საფასურით. ტარიფი
შეადგენს 25 ევროს/30 აშშ დოლარს. 21 ივნისამდე რეგისტრაციისას ადგილის შერჩევა უფასოა.
