# Wizz Air კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია

- Link: https://avia.ge/leader-of-the-georgian-air-market/
- Published: 2023-12-26T17:50:57+04:00
- Author: Anuka Robakidze

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია _**Wizz Air**_ უკვე რამდენიმე წელია **ქართულ
ავიაბაზრზე ლიდერის პოზიციას არ თმობს**. გასული წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ავიაკომპანიისთვის–**
ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 2012-2023 წლებში 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა**.

ეს ფაქტი არა მხოლოდ იმის ამტკიცებს, რომ [_**Wizz Air ge**_](https://avia.ge/wizz-air/)-
ის სერვისი ნამდვილად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, არამედ გვაჩვენებს, იმასაც 
რომ [**ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი **](https://avia.ge/qutaisis-aerporti/), 
როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, ცნობადობას იზრდის.

#### საქართველოში, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე **Wizz Air -მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია**. თუმცა, აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რადგან ავიაკომპანიამ საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს.

გასულ წელს, ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: _**
[საბერძნეთი](https://avia.ge/saberdznetis-aviabiletebi/) **_, [_**საფრანგეთი **_](https://avia.ge/saprangetis-aviabiletebi/),_**
[იტალია](https://avia.ge/aviabiletebi-italia/) **,_ _**ესპანეთი** _და _**ა****რაბეთის
გაერთიანებული საემიროები**_.

### Wizz Air -ის პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

 | მიმართულება | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | ათენი | 15 თებერვალი 2027 | 28 თებერვალი 2027 | ⌊Wizz Air⌉ | [ავიაბილეთები 228 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DATH%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-15%252526return_date%25253D2027-02-28%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ბარსელონა | 5 თებერვალი 2027 | 8 თებერვალი 2027 | ⌊Wizz Air⌉ | [ავიაბილეთები 371 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DBCN%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-05%252526return_date%25253D2027-02-08%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ბერლინი | 18 თებერვალი 2027 | 23 თებერვალი 2027 | ⌊Wizz Air⌉ | [ავიაბილეთები 296 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DBER%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-18%252526return_date%25253D2027-02-23%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ბრიუსელი | 14 იანვარი 2027 | 17 იანვარი 2027 | ⌊Wizz Air⌉ | [ავიაბილეთები 306 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DBRU%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-14%252526return_date%25253D2027-01-17%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | ბრატისლავა | 25 მარტი 2027 | 6 აპრილი 2027 | ⌊Wizz Air⌉ | [ავიაბილეთები 282 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.nostopsFrom_tp_direct_flights_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DKUT%252526destination_iata%25253DBTS%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-25%252526return_date%25253D2027-04-06%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

 

#### 2023 წელს, კოპიტნარის აეროპორტში დაბრუნდა **მესამე ბაზირებული ხომალდი** და უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი **ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე ოპერირებს**.

ესენია: _**ბრიუსელის **_შარლერუაში**,**_** ფრანკფურტ **_ჰანში_**, ჰამბურგი , მადრიდი**
_და_** პოზნანი **_და მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან აკავშირებს.

**ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტს დაემატა Wizz Air -ის მეოთხე ბაზირებული 
საჰაერო ხომალდი**

შესაბამისად, ქუთაისიდან გაიზარდა ევროპის მიმართულებით ფრენების სიხშირეც. ასევე, **
დაემატა ახალი მიმართულება –** _**კოპენჰაგენი**_, სადაც პირდაპირი რეგულარული რეისები
კვირაში 2 სიხშირით ხორციელდება.

 

„ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. **ჩვენი მიზანია, ქუთაისი საინტერესო
მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან დავაკავშიროთ, რომელიც ქართველ მომხმარებლებს
უდავოდ მოეწონებათ**, სხვადასხვა ქვეყნიდან კი კიდევ მეტ ტურისტს მოიზიდავს. გპირდებით,
რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანი იქნება“ – აცხადებს ჟაჟა
ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

**2023 წელს, Wizz Air-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა**

vizz air ევროპის სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაა და 
ასევე მსოფლიო ტურიზმის რიგით 30-ე დაჯილდოების გამარჯვებული, როგორც „ევროპის წამყვანი
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“.

ეს წოდება არის ინდიკატორი იმისა, რომ ავიაკომპანია მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით
ემსახურება და მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს.

#### **დაჯავშნეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ:**** ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/leader-of-the-georgian-air-market/551 907 907)󠁿 ****ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  **
