ავიაბილეთები ყველაზე იაფად

145 000 მგზავრი ერთ თვეში – ქუთაისის აეროპორტის ისტორიული მიღწევა

kutaisi airport

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, 2025 წლის აპრილში, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი – 145,137 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 49%-ით აღემატება 2024 წლის აპრილის მონაცემებს, როცა აეროპორტი 97,220 მგზავრს მოემსახურა. რეისების რაოდენობაც გაიზარდა 28%-ით და მიმდინარე წლის აპრილში 330 ფრენა განხორციელდა.

იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში აეროპორტმა ჯამში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობის 2.3%-იან ზრდას მიუთითებს, თუმცა რეისების რაოდენობა ამ პერიოდში უცვლელი დარჩა (2024 წელი – 1,533 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოსალოდნელია მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა13 დეკემბერი 202520 დეკემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 616 -დან
ათენი1 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა14 იანვარი 202621 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 458 -დან
ბერლინი1 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 282 -დან
ბრიუსელი17 დეკემბერი 202524 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 994 -დან
ბუდაპეშტი10 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 232 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
მემინგენი21 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ატირაი13 იანვარი 202620 იანვარი 2026FlyArystanავიაბილეთები 461 -დან

„აპრილში, ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია wiz air -მა პირდაპირი რეისები განაახლა მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით. ხოლო 3 ივნისიდან დაგეგმილია ახალი ავიამიმოსვლა ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ასევე, დაგეგმილია არსებულ რეისებზე ფრენების სიხშირის გაზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ოპტიმიზმს მომდევნო თვეების განმავლობაში მგზავრთა რაოდენობის კუთხით,“ – განაცხადა მოსეშვილმა.

ამჟამად ქუთაისის აეროპორტი -დან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით, რომელთაგან 24 ევროპულია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version