ვარშავა, პოლონეთის დედაქალაქი, ევროპოს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მოსანახულებლად. გამოირჩევა ასწლეულების განმავლობაში შემონახულ კულტურით და არქიტექტურით, რის გამოც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. მან საკმაოდ დიდი გზა განვლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც თითქმის სრულიად გაანადგურა ქალაქი. მიუხედავად ამისა, “ფერფლისგან აღმდგარი ფენიქსი” თავისი ისტორიითა და მრავალი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობით, დღემდე აოცებს მნახველებს და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს მათ.
პოლონეთის მღელვარე დედაქალაქი ნამდვილად კონტრასტების ქალაქია: წარმოუდგენელი ღირსშესანიშნაობები, ძველი ქალაქის ულამაზესი ქუჩები და მოედნები, სიცოცხლით სავსე პარკები და ბაღები, შთამბეჭდავი მუზეუმები და უგემრიელესი კერძები ის მცირე ჩამონათვალია, რაც ასე ძალიან იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხავ კუთხიდან.
ვარშავა ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ამავდროულად ცხოვრების მაღალი სტანდარტებით გამორჩეული ქალაქია. არ გადადოთ მოგზაურობა და გაატარეთ დაუვიწყარი დრო ამ საინტერესო და მრავალფეროვან დანიშნულების ადგილზე.
თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907
Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას ქუთაისი ვარშავას მიმართულებით?
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები შეგიძლიათ ავიაკომპანია wizz air -ის რეისზე შეიძინოთ. პოლონური ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირი ფრენებს, კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კი – ყოველდღე შემოგვთავაზებს.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ვიზეარი -ს ტრანზიტული რეისებით, რომელიც კატოვიცას აეროპორტის გავლით მოგახვედრებთ ვარშავის – ფრედერიკ შოპენის აეროპორტში.
ტრანზიტული რეისის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ავიაბილეთების შეძენა შედარებით დაბალ ფასად მოახერხოთ. მხოლოდ რამდენიმე საათიანი მოცდის წყალობით კი შეძლებთ ავიაბილეთებზე თანხის დაზოგვას.
რა ღირს ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები ?
აღნიშნულ მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 300-400 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში აპირებთ მოგზაურობას, ან რამდენი ხნით ადრე ყიდულებთ ბილეთებს.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ თუ გსურთ საუკეთესო შემოთავაზებით ისარგებლოთ, დაჯავშნეთ ავიაბილეთები 30-45 დღით ადრე, რადგან, სტატისტიკურად, ავიაკომპანიები და სააგენტოები, სწორედ ამ დროს გვთავაზობენ საუკეთესო ფასს. რაც უფრო ახლოსაა გამგზავრების პერიოდი, მოთხვოვაც იზრდება და შესაბამისად ბილეთების ფასიც იზრდება.
ქუთაისი ვარშავა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
13 იანვარი 2025 | 15 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 330 -დან | |
3 თებერვალი 2025 | 10 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 325 -დან | |
12 მარტი 2025 | 19 მარტი 2025 | ავიაბილეთები 324 -დან |
რა უნდა მოინახულოთ ვარშავაში?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვარშავა არის მღელვარე ქალაქი ისტორიული წარსულით, დახვეწილი არქიტექტურით, უძველესი ქალაქებითა და მრავალი სხვა უნიკალური ადგილებით.
ეწვიეთ კულტურისა და მეცნიერების სასახლეს, სადაც შეხვდებით მრავალ საზოგადოებრივ და კულტურულ დაწესებულებას, როგორიცაა: თეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და კინოთეატრები. ეს შენობა 237 მეტრის სიმაღლისაა და ამერიკულ არტ დეკოს სტილსა და ისტორიულ პოლონურ თემატიკას აერთიანებს. აქ ასევე განთავსებულია სპორტული დაწესებულებები, საცურაო აუზები და სხვა დარბაზები, რომლებიც შედარებით თანამედროვე აქტივობებს ემსახურებიან.
ასევე, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვარშავის ძველი ქალაქის უძველესი ღირსშესანიშნაობები. როგორც სახელი გვეუბნება, ეს არის ქალაქის უძველესი რეგიონი, რომელიც შედგება ფერადი შენობების, აგურის გზებისა და სხვა საინტერესო სტრუქტურებისგან, რომლებიც მე-13 საუკუნიდან არსებობს.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა Market Place-ია, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი ისტორიული შენობით, რესტორნებით და კაფეებით, რომლებიც გთავაზობთ გართობის ფართო არჩევანს. თქვენ ასევე ნახავთ ქალთევზის ქანდაკებას – სიმბოლოს, რომელიც ქალაქის გერბზეა გამოსახული. თუ გსურთ დატკბეთ ძველი ქალაქის ხედით, შეგიძლიათ წმინდა ანას ეკლესიის მწვერვალზე ახვიდეთ და ისიამოვნოთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით.
როდისაა საუკეთესო დრო ვარშავაში სამოგზაუროდ?
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები -ს შესაძენად და სამოგზაუროდ, საუკეთესო პერიოდი ივნისიდან აგვისტომდეა, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ყველაზე მეტად თბილა. გარდა ამისა, ზაფხული სავსეა ღონისძიებებით და სხვადასხვა კულტურული ფესტივალებით.
ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით AVIA.GE-ის საძიებო სისტემაში შეგიძლიათ მოიძიოთ და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. უფრო მეტი კომფორტისთვის და თქვენს მოთხოვნილებებზე მორგებული შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.