ავიაბილეთები ყველაზე იაფად

წელს ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადით მაქსიმუმს აღწევს

kutaisis aeroporti

ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ICAO ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს – ნიკოლას რალოს შეხვდა, სადაც საქართველოში ავიაციის ბაზრის განვითარებაზე და აეროპორტების ინფრასტრუქტურული პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ წელს, მგზავრთნაკადის კუთხით ქუთაისის აეროპორტი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მილიონ მგზავრს გადააჭარბებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება. რაც მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, E gate, self-check in და fast track-ი დანერგვას მოიცავს.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა  ყველა აღნიშნული პროექტი დადებითაც შეაფასა, რაც საქართველოს აეროპორტებში ამ ეტაპისთვის ხორციელდება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 მაისი 202613 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 689 -დან
ათენი16 მარტი 202618 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 360 -დან
ბარსელონა1 იანვარი 20274 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 796 -დან
ბერლინი1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 1 111 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
ბრატისლავა3 ივნისი 202610 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბუდაპეშტი7 მარტი 202610 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 411 -დან
დორტმუნდი3 თებერვალი 202617 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 659 -დან
მემინგენი12 მარტი 202630 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 608 -დან
ფრანკფურტი6 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან

 

როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით გამოირჩევა. მათ შორისაა უნგრული ავიაკომპანია ვიზეარი, რომელიც მაღალ ხარისხსა და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებზეა ორიენტირებული.

პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან სრულდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ლარნაკა, მილანი, ვილნიუსი, ლონდონი, პარიზი, რომი, ვარშავა, პრაღა,  ბარსელონა და სხვა, რაც მგზავრთანაკადის ზრდას უწყობს ხელს.

თუ გსურთ ქუთაისის აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მოთხოვნადი მიმართულებით გაემგზავროთ, ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version