ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორია ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა?

ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი

kutaisi international airport

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის აეროპორტი -ს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში, შეფასებული და გამოკვლეული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი.

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, 2023 წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას – 1,700,000 -მდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს:

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მარტი 202617 მარტი 2026FlyArystanავიაბილეთები 543 -დან
ათენი3 აპრილი 202620 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 167 -დან
ბარსელონა7 მაისი 202616 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან
ბერლინი26 მარტი 202615 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 272 -დან
ბრიუსელი18 მარტი 202625 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
ბრატისლავა18 თებერვალი 20264 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 163 -დან

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში, აეროპორტის ტერმინალისა და სააეროდრომო ნაწილის განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, თუ რამდენ მგზავრს დაიტევს აეროპორტი და რამდენი მგზავრის მომსახურებას შეძლებს პიკურ საათში. გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რაც საბოლოოდ, ქუთაისის აეროპორტის მიერ წლიურად 30 000-მდე რეისისა და 5.1 მილიონი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

გენერალური გეგმის დაწყება წელსვე იგეგმება– მიმდინარე წლის ზაფხულში, ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდებს – როგორც სამგზავროს, ასევე სატვირთოს.

გაემგზავრეთ ქუთაისიდან მსოფლიოს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version