ავიაბილეთები ყველაზე იაფად

კორეის ვიზა / koreis viza

კორეის ვიზა

მსოფლიოში მართლაც იშვიათია ისეთი საინტერესო და გამორჩეული ქვეყნები, როგორიც სამხრეთ კორეაა.

თუკი თქვენ გსურთ დაათვალიეროთ ეს მართლაც არაორდინალური ქვეყანა, ან საქმიანი ვიზიტით აპირებთ კორეის რესპუბლიკაში ჩასვლას, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ამ ქვეყნის ვიზის მიღებაზე განაცხადი.

ამის გაკეთება საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ თბილისში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სექციაში შეუძლიათ. ეს პროცესი ნამდვილად არ წარმოადგენს გრძელ და დამღლელ პროცედურას, რის გამოც ამ ქვეყნის მონახულება მართლაც ნამდვილად ღირს ნებისმიერი გემოვნებისა თუ პროფესიის მქონე ადამიანისათვის.

შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყანაში ჩასასვლელად საჭირო ვიზით საქართველოს მოქალაქეებს სწორედ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სექცია უზრუნველყოფს.

ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტული დეპარტამენტი სწორედ საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს, ბევრად უფრო აადვილებს კორეის ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლას. აღნიშნული ვიზის მისაღებად თითოეულმა პირმა პირადად უნდა განახორციელოს განაცხადის შეტანა საკონსულოში. ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით კორეაში ჩასვლის მსურველებმა შემდეგი სახის საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საელჩოში მისვლის შემდეგ განაცხადის გასაკეთებლად:

იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ რომ კორეის რესპუბლიკის საკონსულო განყოფილებაში ერთჯერად ვიზაზე გააკეთოთ განაცხადი, მაშინ მოსაკრებლის სახით 90 დღის ხანგრძლივობის მქონე ვიზის მიღების პროცესის სანაცვლოდ 40 აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ.

რაც შეეხება უფრო ხანგრძლივ ვიზას, რომელიც 90 დღეზე უფრო მეტხნიან გარანტიას მოგცემთ, მის სანაცვლოდ 60 დოლარის გადახდა იქნება საჭირო. ანგარიშწორება თქვენი მხრიდან აშშ დოლარის ვალუტაში იქნება საჭირო.

საკონსულო განყოფილებაში შეგიძლიათ განაცხადის გასაკეთებლად მიხვიდეთ ხუთშაბათს, დილის 10 საათიდან 12:00 საათამდე. როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე პასუხს 10 დღის ვადაში მიიღებთ.

თუ გსურთ მიიღოთ კორეის ვიზა, დაგვირეკთ: 558 302 303

Exit mobile version