ავიაბილეთები ყველაზე იაფად

KLM airlines / კლმ ავიახაზები

კლმ ავიახაზები

KLM Royal Dutch Airlines -ი 1919 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა, ორიგინალური სახელის მატარებელი ავიაკომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. 2016 წელს კომპანიამ 10 მილიარდი ევროს შემოსავლები გამოიმუშავა და ამსტერდამის მასშტაბით სამუშაო ადგილები დაამატა.

კლმ ავიახაზები რეისებს 225 მიმართულებით ანხორციელებს. Royal Dutch Airlines – ჯგუფი ზრუნავს შექმნას დასაქმების ადგილები და დაეხმაროს ადამიანებს, ვინც სამსახურს ეძებს. ამ ინფორმაციის მოძიება მათსავე ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. KLM მომხმარებელს საკმაოდ მოსახერხებელ სისტემას სთავაზობს, ავიაბილეთების ონლაინ შეძენისა და დაჯავშნისთვის.

Flightstar-ის მონაცემებით ავიაკომპანია Royal Dutch Airlines 2014 წელს ყველაზე პუნქტუალურად დასახელდა. კვლევის დროს ასახული იყო რეისების შესრულების დროები და რეგისტრაციის ხანგრძლივობები. აღსანიშნავია რომ ამ კვლევით დადგინდა, ავიაკომპანია KLM-ს 15 წუთზე მეტი არასდროს დაუგვიანია.

ავიაკომპანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მხარს უჭერს და 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ბორტზე სიგარეტები აღარ გაიყიდება.

კლმ ავიახაზების ოფისი თბილისში ჭავჭავაძის გამზირის  20 ნომერში მდებარეობს.

Exit mobile version