# იაპონიის ვიზა / iaponiis viza

- Link: https://avia.ge/japan-visa/
- Published: 2020-01-18T19:27:29+04:00
- Author: avia

#### თუკი იაპონიაში წასვლითა და ამ ეგზოტიკური ქვეყნის სტუმრობით ხართ დაინტერესებული, თქვენთვის საჭირო სერვისებს თბილისში არსებული იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ვიზის მისაღებად ყველა აპლიკანტმა საკუთარი ხელით უნდა
შეიტანოს აღნიშნულ [საკონსულოში](https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html)
განაცხადი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ **იაპონიის ვიზის** აღების მსურველებს მოგეთხოვებათ
საკმაოდ მოზრდილი საბუთების სიის წარდგენა აპლიკაციის წარმატებით მისაღებად. საჭირო
დოკუმენტების სია, რომელიც იაპონიის საკონსულოში უნდა წარადგინოთ, ასე გამოიყურება:

 * პირველ რიგში უნდა წარადგინოთ თქვენი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი.
 * ასევე აუცილებელია სავიზო განაცხადის 2 ეგზემპლარის წარდგენა.
 * ამასთანავე უნდა წარმოადგინოთ სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან. თუკი თქვენ ხართ
   საკუთარი ბიზნესის მფლობელი, მაშინ დაგჭირდებათ საჯარო რეესტრიდან ამოღებული მეწარმეობის
   ამონაწერის წარდგენა.
 * აღნიშნული პროცესისას ასევე ვალდებული ხართ წარადგინოთ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი
   ბანკიდან და ასევე ცნობა თქვენი დანაზოგის შესახებ.

თუკი გადაწყვეტილი გაქვთ იაპონიაში ჩასვლა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან  ერთად მოგიწევთ
აპლიკაციის გაგზავნისას მას თან დაურთოთ [სასტუმრო](https://hotels.avia.ge/)ს და [ავიაბილეთი](https://avia.ge/)
ს ჯავშანი. ასევე საჭიროა [სამოგზაურო დაზღვევისა](https://avia.ge/samogzauro-dazgveva/)
და ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამის თან დართვაც.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე. აღსანიშნავია,
რომ ინდივიდუალური განხილვისას შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული სპეციფიური და დამატებითი
დოკუმენტების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუკი მზად ხართ აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად და წარმატებით
შეავსებთ სავიზო აპლიკაციას, შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ იაპონიის საელჩოს საკონსულო
განყოფილებაში სავიზო განაცხადი.

### **აღნიშნული პროცესი სრულიად უფასოა.**

შესაბამისად, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში გასამგზავრებლად
საჭირო ვიზა აღნიშნული ორგანოსგან. როდესაც ყველა საბუთს გაამზადებთ და სრულ მზადყოფნაში
იქნებით განაცხადის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას
კონკრეტული საათებით განსაზღვრულ დროებში.

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თქვენს განაცხადს მიიღებს ყოველდღე, ორშაბათიდან
პარასკევის ჩათვლით. აღნიშნული პროცესი მოქმედებს დილის 09:30 საათიდან 12:30 საათამდე.
როგორც წესი, თქვენს მიერ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღის
განმავლობაში მიღებთ.

### თბილისი ტოკიო

 | გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | გადაჯდომები | ავიაკომპანიის ლოგო | ავიაბილეთების მოძებნა | 
   | 28 ნოემბერი 2026 | 7 დეკემბერი 2026 | 1 Გაჩერება | ⌊Turkish Airlines⌉ | [ავიაბილეთები 2 564 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-11-28%252526return_date%25253D2026-12-07%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 7 დეკემბერი 2026 | 13 დეკემბერი 2026 | 2 Გაჩერება | ⌊China Southern Airlines⌉ | [ავიაბილეთები 2 393 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2026-12-07%252526return_date%25253D2026-12-13%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 21 იანვარი 2027 | 26 იანვარი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊Air Astana⌉ | [ავიაბილეთები 2 380 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-01-21%252526return_date%25253D2027-01-26%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 3 თებერვალი 2027 | 10 თებერვალი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊Turkish Airlines⌉ | [ავიაბილეთები 2 593 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-02-03%252526return_date%25253D2027-02-10%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 5 მარტი 2027 | 12 მარტი 2027 | 2 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 432 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-03-05%252526return_date%25253D2027-03-12%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 28 აპრილი 2027 | 5 მაისი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 424 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-04-28%252526return_date%25253D2027-05-05%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 30 მაისი 2027 | 6 ივნისი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 498 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-05-30%252526return_date%25253D2027-06-06%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 18 ივნისი 2027 | 24 ივნისი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 434 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-06-18%252526return_date%25253D2027-06-24%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 22 აგვისტო 2027 | 27 აგვისტო 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 548 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-08-22%252526return_date%25253D2027-08-27%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 1 სექტემბერი 2027 | 8 სექტემბერი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 473 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-09-01%252526return_date%25253D2027-09-08%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) | 
 | 20 ოქტომბერი 2027 | 27 ოქტომბერი 2027 | 1 Გაჩერება | ⌊China Eastern⌉ | [ავიაბილეთები 2 608 -დან](https://avia.ge/?travelpayouts_redirect=https%253A%252F%252Ftp.media%252Fr%253Fp%253D4462%2526marker%253D68163.tbilistokyo_tp_cheapest_tickets_each_month_shortcodes.%25252469%2526u%253Dhttps%25253A%25252F%25252Fflights.avia.ge%25252Fflights%25253Forigin_iata%25253DTBS%252526destination_iata%25253DTYO%252526currency%25253DGEL%252526locale%25253Dka%252526depart_date%25253D2027-10-20%252526return_date%25253D2027-10-27%252526with_request%25253Dtrue%252526trs%25253D37888) |

## **Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.**
