# თბილისიდან დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

- Link: https://avia.ge/indigo-tbilisi-flight/
- Published: 2023-07-07T17:01:34+04:00
- Author: Anuka Robakidze

ინდური ავიაკომპანია [**IndiGo** ](https://avia.ge/indigo-airlines/)მიმდინარე წლის**
8 აგვისტოდან** **დელი-[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)** -ს მიმართულებით
რეგულარულ ფრენებს იწყებს. პირდაპირი რეისები საქართველოსა და [ინდოეთის](https://avia.ge/indoetis-aviabiletebi/)
დედაქალაქებს შორის **კვირაში სამჯერ**, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
ოპერირების დასაწყებად აუცილებელი ნებართვა _**ინდიგო** _-ს 2023 წლის 29 მაისს მიენიჭა.

**თბილისი-დელის რეისი** საქართველოს დედაქალაქიდან ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტის
მიმართულებით 2023 წლის 9 აგვისტოს, ოთხშაბათს, დილის 1:45 საათზე გაფრინდება და დელიში
იმავე დღეს დილის 07:10 საათზე მიაღწევს.

გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საქართველოს მოქალაქეს
ესაჭიროება **ელექტრონული ვიზა, **რომელიც აუცილებლად უნდა დაბეჭდოთ და თან იქონიოთ
საზღვარზე.

#### მგზავრებს, რომლებსაც სურთ თავიანთი მოგზაურობის დაგეგმვა, უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა.

#### **დელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე:  󠀁[551 907 907](https://avia.ge/indigo-tbilisi-flight/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
