ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანია IndiGo-მ თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა

tbilisi deli

საავიაციო ბაზარზე ცვლილებებია. ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ინდიგო / Indigo airlines -მა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორის თბილისისკენ, ფრენები დროებით შეაჩეროს. მიზეზად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების რისკები დასახელდა. ავიაკომპანიის მხრიდან ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია იმ რეგიონულ დაძაბულობასთან, რომელიც საერთაშორისო საჰაერო დერეფნების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი3 მაისი 20266 მაისი 2026ავიაბილეთები 96 -დან
ლარნაკა30 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 114 -დან
პოზნანი5 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 174 -დან
ვარშავა6 მარტი 202618 მარტი 2026ავიაბილეთები 193 -დან
სტამბოლი18 აპრილი 202625 აპრილი 2026ავიაბილეთები 230 -დან
ფრანკფურტი20 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 236 -დან
ლიონი17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 244 -დან

IndiGo-ს როლი საქართველოს ბაზარზე

თავის დროზე IndiGo-ს შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. ავიაკომპანიამ თბილისსა და დელის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2023 წელს დაიწყო, რამაც ორ ქვეყანას შორის  ტურისტული და ბიზნეს დინამიკა რადიკალურად შეცვალა. მანამდე ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მგზავრებს მხოლოდ გადაჯდომებით, ხანგრძლივი მოლოდინისა და საკმაოდ მაღალი ფასის სანაცვლოდ შეეძლოთ.

IndiGo-ს პირდაპირმა რეისებმა არა მხოლოდ ტურისტების ნაკადის ზრდას, არამედ სტუდენტების გადაადგილებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც შეუწყო ხელი. ბიუჯეტური მოდელით მუშაობამ ინდოეთის მიმართულება ქართველი მოგზაურებისთვისაც ბევრად ხელმისაწვდომი გახადა. აქედან გამომდინარე კი, ფრენების დროებითი შეჩერებაც ბაზრისთვის საგრძნობი დანაკლისია, რადგან IndiGo ერთადერთი ავიაკომპანია იყო, რომელიც ამ კონკრეტულ პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფდა.

რატომ შეჩერდა ფრენები თბილისის მიმართულებით

IndiGo-ს ოფიციალური განცხადებით, კომპანია პრიორიტეტს მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას ანიჭებს. ირანის თავზე შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, ავიაკომპანიამ , თავს არიდებს ამ საჰაერო დერეფნის გამოყენებას. ავიაციის უსაფრთხოების პროტოკოლები მკაცრდება, როდესაც საქმე კონფლიქტურ ზონებთან სიახლოვეს ან არასტაბილურ საჰაერო სივრცეებს ეხება.

ვინაიდან თბილისი, ბაქო, ალმათი და ტაშკენტი ისეთი ლოკაციებია, რომელთა დაკავშირება ინდოეთთან ირანის გვერდის ავლით მნიშვნელოვან საოპერაციო სირთულეებთანაა დაკავშირებული, კომპანიამ რეისების სრული გაუქმება ამჯობინა. მარშრუტის შეცვლა და სხვა ქვეყნების (მაგალითად, არაბეთის ქვეყნების ან თურქეთის) საჰაერო სივრცის გავლით ფრენა იმდენად ზრდის საწვავის ხარჯს და ფრენის დროს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მოდელი ეკონომიკურად წამგებიანი ხდება.

რომელი მიმართულებები დაზარალდა

შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ავიაკომპანიამ ოპერირება შემდეგი ქალაქების მიმართულებითაც შეწყვიტა:

არსებული ინფორმაციით, ფრენები 2026 წლის 28 თებერვლამდე შეჩერდება. თუმცა, საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ვადები შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს ან შემცირდეს

რას სთავაზობს IndiGo დაზარალებულ მგზავრებს

ავიაკომპანია აცნობიერებს იმ დისკომფორტს, რაც აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მოგზაურებს შეუქმნა. მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე ჰქონდათ შეძენილი ჰქონდათ თებერვლის ბოლომდე, ორი ძირითადი არჩევანი აქვთ:

  1. თანხის სრული დაბრუნება: მგზავრებს შეუძლიათ ყოველგვარი ჯარიმისა და საკომისიოს გარეშე გადახდილი საფასურის 100%-ით უკან დაბრუნება მოითხოვონ.
  2. ალტერნატიული რეისი: იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა გზა დანიშნულების ადგილამდე, მგზავრებს შეუძლიათ გადაჯავშნა მოითხოვონ . თუმცა, IndiGo-ს პირდაპირი ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში თანხის დაბრუნება ყველაზე სწრაფი გამოსავალია.

როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ავიაბაზარზე

IndiGo-ს დროებითი გასვლა თბილისი-დელის ხაზიდან ამ მიმართულებაზე კონკურენციას შეამცირებს. ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს მოუწევთ ისარგებლონ ტრანზიტული რეისებით, მაგალითად, სტამბოლის, დუბაის ან დოჰას გავლით. ასეთი მარშრუტები, როგორც წესი, უფრო ძვირია და მეტ დროს მოითხოვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დროებითი თავდაცვითი ნაბიჯია, რომელსაც ბევრი საერთაშორისო ავიაკომპანია მიმართავს გლობალური უსაფრთხოების რისკების დასაზღვევად.

რეკომენდაციები მგზავრებისთვის

თუ თქვენ თებერვლის განმავლობაში ინდოეთის მიმართულებით მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ:

საჰაერო უსაფრთხოება მუდამ ნომერ პრიორიტეტულია და მიუხედავად იმისა, რომ რეისების გაუქმება მოგზაურებისთვის დიდი დისკომფორტია, ეს ნაბიჯი ადამიანების სიცოცხლის დაცვასა და რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version