Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

აეროპორტი, როგორც თავგადასავალი: როგორ ვაქციოთ ფრენებს შორის ლოდინი სასიამოვნო დასვენებად

Two tired travelers sleeping on chairs in an airport terminal waiting area with backpacks.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მოგზაურობა უმეტესი ჩვენგანისთვის ყოველთვის სასიამოვნოა და დადებით ემოციებთან ასოცირდება. თუმცა, ფრენებს შორის 4, 10 ან თუნდაც 16 საათიანი ლოდინი ხშირად ძალიან დამღლელია. ქართველი მოგზაურებისთის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ტრანზიტული რეისებით ევროპის თუ აზიის მიმართულებით, აეროპორტში გატარებული დრო მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაგალითად, თუ შეძენილი გაქვთ თბილისი ბანგკოგი ავიაბილეთები და არ იცით გადაჯდომისას დრო როგორ გაიყვანოთ, ამ სტატიაში საინეტერსო და საჭირო ინფორმაციას გაიგებთ. მოდით, განვიხილოთ თუ როგორ გამოვიყენოთ აეროპორტის მიერ შემოთავაზებული სერვისები მაქსიმალურად, სად დავისვენოთ უფასოდ და როგორ ვიშოპიგოთ ჭკვიანურად. რათა დრო, რომლესაც ლოდინის დროს გავატარებთ, ტყუილად არ დაკარგოთ. იმიტომ, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც გვაქვს და მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია, ტყუილად გაფლანგვა კი დანაშაული.

მთავარი სატრანზიტო ჰაბები ქართველებისთვის

საქართველოდან ფრენების უმეტესობა რამდენიმე დიდ აეროპორტზე გადის. თითოეულ მათგანს თავისი “საიდუმლოებები” აქვს:

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა29 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 138 -დან
სალონიკი14 თებერვალი 202721 თებერვალი 2027ავიაბილეთები 175 -დან
ვენეცია22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027ავიაბილეთები 208 -დან
ვარშავა1 თებერვალი 20278 თებერვალი 2027ავიაბილეთები 216 -დან
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 223 -დან
პოზნანი22 დეკემბერი 202612 იანვარი 2027ავიაბილეთები 236 -დან
კატოვიცა27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 237 -დან
მილანი1 თებერვალი 202714 თებერვალი 2027ავიაბილეთები 237 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 269 -დან
სტამბოლი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 272 -დან

უფასო ლაუნჯები და ქართული ბანკების პრივილეგიები

ძალიან ბევრს ჰგონია, რომ “Business Lounge” მხოლოდ ბიზნეს კლასის მგზავრებისთვისაა. სინამდვილეში, კი თუ თქვენ გაქვთ ქართული ბანკების პრემიუმ ბარათები, კარი თქვენთვისაც ღიაა.

დუტი ფრი (Duty Free) – მითი და რეალობა

ქართველ მოგზაურებს განსაკუთრებით გვიყვარს აეროპორტებში შოპინგი, მაგრამ არის კი ეს ყოველთვის მომგებიანი?

სუნამოების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ყიდვა მართლაც ღირს, რადგან 15-20%-ით ნაკლები ფასი აქვთ. რაც შეეხება ტკბილეულს, ადგილობრივ სუვენირებსა და ელექტროტექნიკას, ამათზე უარი უნდა ვთქვათ.

რაც შეეხება, Pre-order სერვისს, ბევრ აეროპორტს – მაგალითად: ვენას, მიუნხენს, სტამბოლს აქვს საიტი, სადაც წინასწარ ირჩევთ ნივთებს და იღებთ დამატებით 10-20%-იან ფასდაკლებას.

როგორ გავატაროთ დრო, თუ ბიუჯეტი მწირია?

აეროპორტებში არის ძილის ზონები, თითქმის ყველა დიდ აეროპორტს, მაგალითად: დოჰას, დუბაის, ფრანკფურტს, აქვს უფასო “Silent Rooms” შეზლონგის ტიპის სავარძლებით. ასევე, აუცილებლად უნდა იქონიოთ თან  ცარიელი ბოთლი, უფასო წყლისთვის. ევროპის თითქმის ყველა აეროპორტში არის სასმელი წყლის ფანტანები. ერთი ბოთლი წყალი აეროპორტში 3-დან 4 ევრომდე ღირს – ეს მარტივი დაზოგვაა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ – აეროპორტის მუზეუმებიც. ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში Rijksmuseum-ის ფილიალია, სტამბოლში კი დიდი ისტორიული მუზეუმი. ლოდინი შეიძლება კულტურულ შემეცნებად იქცეს.

ფასების ორიენტირი (საშუალო მაჩვენებლები)

გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტში ფასები ხელოვნურად გაბერილია. აი, რისთვის უნდა იყოთ მზად:

პრაქტიკული რჩევები ქართველებისთვის

  1. აუცილებლად დატენეთ მოწყობილობები: Power Bank ყოველთვის იქონიეთ ხელბარგში, რადგან თავისუფალი როზეტის პოვნა პიკის საათებში რთულია.
  1. გადმოიწერეთ აპლიკაციები: გადმოწერეთ “FlightRadar24” და თქვენი ავიაკომპანიის აპლიკაცია, რათა მომენტალურად გაიგოთ “გეითის” ცვლილების შესახებ.
  2. ჩაიცვით თბილად:  აეროპორტებში ხშირად კონდიციონერი ძალიან ძლიერად მუშაობს, მიუხედავად იმისა, გარეთ ზაფხულია თუ ზამთარი.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ აეროპორტში დიდი დროის გატარება არ ნიშნავს სკამზე წამებას. თუ გაეცნობით ჰაბის რუკას და გამოიყენებთ უფასო სერვისებს, თქვენი მოგზაურობა ნაკლებად სტრესული იქნება.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version