Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს ფრენის დროს

A man with a travel neck pillow sleeping next to an airplane window

ძალიან ბევრისთვის თვითმფრინავით მოგზაურობა დასვენების დასაწყისია, თუმცა ჩვენი სხეულისთვის 10,000 მეტრის სიმაღლეზე ყოფნა ნამდვილი გამოცდაა. სანამ თქვენ ფილმს უყურებთ, გეზი მილანისკენ გაქვთ აღებული და ღრუბლებით ტკბებით, თქვენი ორგანიზმი უჩვეულო გარემო პირობებთან გამკლავებას ცდილობს.

რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი ფრენა ჯანმრთელობაზე და რატომ ვგრძნობთ თავს „გამოწურულივით“ დაშვების შემდეგ? განვიხილოთ 5 მთავარი ცვლილება.

დეჰიდრატაცია: „უდაბნო“ თვითმფრინავის სალონში

შეგიმჩნევიათ, რომ ფრენისას კანი განსაკუთრებით გიშრებათ? ეს შემთხვევითი არ არის. თვითმფრინავის სალონში ჰაერის ტენიანობა ხშირად 10-20%-მდე ეცემა, რაც უფრო დაბალია, ვიდრე საჰარას უდაბნოში.

ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს, რაც იწვევს თავის ტკივილს, თვალების წვას და ლორწოვანი გარსის გამოშრობას.

გირჩევთ, რომ დალიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ჩვეულებრივ სვამთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, რომლებიც დეჰიდრატაციას აძლიერებენ.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca6 December 202613 December 2026ავიაბილეთები 129 -დან
Thessaloniki25 January 202731 January 2027ავიაბილეთები 151 -დან
Warsaw26 November 202630 November 2026ავიაბილეთები 156 -დან
Venice12 January 202719 January 2027ავიაბილეთები 196 -დან
Katowice3 December 20268 December 2026ავიაბილეთები 203 -დან
Athens23 November 202629 November 2026ავიაბილეთები 206 -დან
Vilnius9 December 202616 December 2026ავიაბილეთები 221 -დან
Milan7 December 202614 December 2026ავიაბილეთები 222 -დან
Poznan24 November 20261 December 2026ავიაბილეთები 223 -დან
Bratislava19 November 202621 November 2026ავიაბილეთები 240 -დან

„თვითმფრინავის ფეხები“ – რატომ გვიშუპდება ქვედა კიდურები?

კიდურების შეშუპება, ეს ხანგრძლივი ფრენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. დაბალი წნევა და საათობით უძრავად ჯდომა სისხლის მიმოქცევას ანელებს. მაგალითად, თუ გაქვთ ფრენა ქუთაისი მადრიდი, ცნობილია, რომ ამ ფრენის ხანგრძლივობა 5 საათი და 45 წუთი, თითქმის 6 საათამდეა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შეშუპდებით.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ხდება ეს? გრავიტაციის გამო სითხე ქვედა კიდურებში გროვდება, რაც იწვევს შეშუპებას. იშვიათ შემთხვევებში, ამან შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) რისკიც კი გაზარდოს.

გამოსავალი არის ის, რომ უნდა ეცადოთ, ყოველ საათში ერთხელ გაიაროთ სალონში ან სავარძელში ჯდომისას გააკეთოთ ტერფების წრიული ვარჯიშები.

გემოვნების რეცეპტორების „გათიშვა“

თუ ფიქრობთ, რომ ბორტზე საკვები უგემურია, ნუ იჩქარებთ ავიაკომპანიის დადანაშაულებას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სიმაღლეზე ჩვენი გემოვნების რეცეპტორები სხვანაირად მუშაობს.

ფაქტია, რომ, დაბალი წნევა და მშრალი ჰაერი ტკბილი და მლაშე გემოს შეგრძნებას დაახლოებით 30%-ით აქვეითებს. სწორედ ამიტომ, ბევრი მგზავრი, რომელიც დედამიწაზე ტომატის წვენს არ სვამს, ცაში მას სიამოვნებით მიირთმევს – მისი პიკანტური გემო სიმაღლეზე ყველაზე კარგად ნარჩუნდება.

ჟანგბადის დონე და დაღლილობა

მიუხედავად იმისა, რომ სალონში წნევა ხელოვნურად რეგულირდება, ის მაინც შეესაბამება ზღვის დონიდან დაახლოებით 2000-2400 მეტრის სიმაღლეს. ამ დროს სისხლში ჟანგბადის დონე ოდნავ იკლებს.

ეს არ არის სახიფათო ჯანმრთელი ადამიანისთვის, თუმცა იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას და იმ ცნობილ „გამოფიტვის“ შეგრძნებას, რომელსაც დაშვებისას ვგრძნობთ.

A tired child leaning on a leather suitcase and resting, illustrating travel exhaustion.

როგორ შევამციროთ ფრენის უარყოფითი გავლენა?

საბოლოოდ, შეგვიზლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ თქვენი მოგზაურობა ბევრად სასიამოვნო გახდება, თუ დაიცავთ მარტივ წესებს: გამოიყენებთ დამატენიანებელ კრემს, ჩაიცვამთ კომპრესიულ წინდებს და შეარჩევთ კომფორტულ რეისებს.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version