ძალიან ბევრისთვის თვითმფრინავით მოგზაურობა დასვენების დასაწყისია, თუმცა ჩვენი სხეულისთვის 10,000 მეტრის სიმაღლეზე ყოფნა ნამდვილი გამოცდაა. სანამ თქვენ ფილმს უყურებთ, გეზი მილანისკენ გაქვთ აღებული და ღრუბლებით ტკბებით, თქვენი ორგანიზმი უჩვეულო გარემო პირობებთან გამკლავებას ცდილობს.
რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი ფრენა ჯანმრთელობაზე და რატომ ვგრძნობთ თავს „გამოწურულივით“ დაშვების შემდეგ? განვიხილოთ 5 მთავარი ცვლილება.
დეჰიდრატაცია: „უდაბნო“ თვითმფრინავის სალონში
შეგიმჩნევიათ, რომ ფრენისას კანი განსაკუთრებით გიშრებათ? ეს შემთხვევითი არ არის. თვითმფრინავის სალონში ჰაერის ტენიანობა ხშირად 10-20%-მდე ეცემა, რაც უფრო დაბალია, ვიდრე საჰარას უდაბნოში.
ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს, რაც იწვევს თავის ტკივილს, თვალების წვას და ლორწოვანი გარსის გამოშრობას.
გირჩევთ, რომ დალიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ჩვეულებრივ სვამთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, რომლებიც დეჰიდრატაციას აძლიერებენ.
„თვითმფრინავის ფეხები“ – რატომ გვიშუპდება ქვედა კიდურები?
კიდურების შეშუპება, ეს ხანგრძლივი ფრენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. დაბალი წნევა და საათობით უძრავად ჯდომა სისხლის მიმოქცევას ანელებს. მაგალითად, თუ გაქვთ ფრენა ქუთაისი მადრიდი, ცნობილია, რომ ამ ფრენის ხანგრძლივობა 5 საათი და 45 წუთი, თითქმის 6 საათამდეა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შეშუპდებით.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ხდება ეს? გრავიტაციის გამო სითხე ქვედა კიდურებში გროვდება, რაც იწვევს შეშუპებას. იშვიათ შემთხვევებში, ამან შესაძლოა ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) რისკიც კი გაზარდოს.
გამოსავალი არის ის, რომ უნდა ეცადოთ, ყოველ საათში ერთხელ გაიაროთ სალონში ან სავარძელში ჯდომისას გააკეთოთ ტერფების წრიული ვარჯიშები.
გემოვნების რეცეპტორების „გათიშვა“
თუ ფიქრობთ, რომ ბორტზე საკვები უგემურია, ნუ იჩქარებთ ავიაკომპანიის დადანაშაულებას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სიმაღლეზე ჩვენი გემოვნების რეცეპტორები სხვანაირად მუშაობს.
ფაქტია, რომ, დაბალი წნევა და მშრალი ჰაერი ტკბილი და მლაშე გემოს შეგრძნებას დაახლოებით 30%-ით აქვეითებს. სწორედ ამიტომ, ბევრი მგზავრი, რომელიც დედამიწაზე ტომატის წვენს არ სვამს, ცაში მას სიამოვნებით მიირთმევს – მისი პიკანტური გემო სიმაღლეზე ყველაზე კარგად ნარჩუნდება.
ჟანგბადის დონე და დაღლილობა
მიუხედავად იმისა, რომ სალონში წნევა ხელოვნურად რეგულირდება, ის მაინც შეესაბამება ზღვის დონიდან დაახლოებით 2000-2400 მეტრის სიმაღლეს. ამ დროს სისხლში ჟანგბადის დონე ოდნავ იკლებს.
ეს არ არის სახიფათო ჯანმრთელი ადამიანისთვის, თუმცა იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას და იმ ცნობილ „გამოფიტვის“ შეგრძნებას, რომელსაც დაშვებისას ვგრძნობთ.

როგორ შევამციროთ ფრენის უარყოფითი გავლენა?
საბოლოოდ, შეგვიზლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ თქვენი მოგზაურობა ბევრად სასიამოვნო გახდება, თუ დაიცავთ მარტივ წესებს: გამოიყენებთ დამატენიანებელ კრემს, ჩაიცვამთ კომპრესიულ წინდებს და შეარჩევთ კომფორტულ რეისებს.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907