# Georgian Wings -მა პრაღაში რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

- Link: https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-praga/
- Published: 2024-05-08T17:30:27+04:00
- Author: Anuka Robakidze

ქართულიმა ავიაკომპანია [**Georgian Wings**](https://avia.ge/georgian-wings/) -მა,_**
თბილისი პრაღა პრაღა თბილისი** _-ს მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა განახორციელა.
ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს [**თბილისის საერთაშორისო აეროპორტი**](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)-
დან [**პრაღის**](https://avia.ge/pragis-aviabiletebi/) საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით,
კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-
ით შემოგვთავაზებს.

საინაუგურაციო ფრენის ღონისძიებას თბილისის აეროპორტში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი – პეტრ კუბერნატიც ესწრებოდა. ელჩმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ
პოტენციალზე ისაუბრა და მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

**აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მაისის თვის განმავლობაში მგზავრებს ავიაბილეთებზე
სპეციალურ ფასს სთავაზობს.**

_შეგახსენებთ, რომ Georgian Wings -ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს
ავიამიმოსვლას._

„Georgian Wings-ი დღეს ასრულებს პირველ რეგულარულ რეისს _**tbilisi praga praga tbilisi**_-
ს მიმართულებით. აღნიშნული ავიამიმოსვლის დანიშვნა განპირობებულია ბაზარზე არსებული
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. [პრაღა](https://avia.ge/travel-guide/prague/#thingsToDo)
საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. **არსებული ფრენები
მგზავრებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ მოგზაურობა პირდაპირი ავიარეისებით**“ – განაცხადა
ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.

![georgian wings ](https://avia.ge/wp-content/uploads/2024/05/tbilisi-prague.jpg)

მგზავრებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის 
რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ მიმართა – ,,ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა,
რომ **განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და [ჩეხეთის](https://avia.ge/chexetis-aviabiletebi/)
დედაქალაქებს შორის**. დაახლოვებით ხუთ წლიანი შუალედის შემდეგ, ავიაკომპანია Georgian
Wings -მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოსოპერირება აღნიშნული მიმართულებით, რაც
თავისთავად ძალიან კარგია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების 
კუთხით. **აღნიშნული ხელს შეუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს
და მოსახლეობას შორის კიდევ უფრო დაახლოვებას**.

მე, როგორც საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით.
პოლიტიკურ განზომილებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ **ჩეხეთი ნატოს
და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა** და ამასთან, იგი ყოველთვის იყო და არის საქართველოს
აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მადლობა კიდევ ერთხელ ჯეორჯიან ვინგს, რომ სწორედ ჩეხეთი განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ
მიმართულებად. საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს
ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებას. ჩეხეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი
ინვესტორია საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ფრენების აღდგენა თბილისსა და პრაღას შორის
კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ურთიერთობებს.“

## **დაჯავშნე პრაღის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-praga/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  **
