# Georgian Wings-მა კიშინიოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

- Link: https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-chisinau/
- Published: 2024-02-20T17:51:05+04:00
- Author: Anuka Robakidze

**[Georgian Wings](https://avia.ge/georgian-wings/)** -ის პირველი საინაუგურაციო 
ფრენის საზეიმო ღონისძიება მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული ტრადიციების
შესაბამისად დააორგანიზა.

ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება **ჯეორჯიან ვინგსი** **[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)
კიშინიოვი **-ს მიმართულებით **პირველ სამგზავრო რეგულარულ ფრენას დღეს – 20 თებერვალს
შესრულდა**. ავიაკომპანია ფრენებს **კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს**,
148 მგზავრზე გათვლილი **Boeing 737**– ით განახორციელებს.

 

,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. გადაწყვეტილება**
თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი** -ს საჰაერო ხაზზე რეისების დაწყებაზე, დიდმა
დაინტერესებამ მიგვაღებინა. **აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის
პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას** და გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ 
როგორც ტურიზმი, ასევე ბიზნესი.“- აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი -შალვა კიკნაძე.

ავიაკომპანია **georgian wings -ი აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით
ახალი სამგზავრო რეგულარული რეისების დანიშვნაზე**. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია 
2023 წლის ივლისის თვიდან ასრულებდა სამგზავრო რეგულარულ ფრენებს **თბილისი ბათუმი**-
ს, **თბილისი [ბაქო](https://avia.ge/aviabiletebi-baku/)** -ს მიმართულებით.

#### **შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები Georgian Wings -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-chisinau/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. **
