# Georgian Wings-ის პირველი საერთაშორისო ფრენა ბაქოს მიმართულებით შესრულდა

- Link: https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-baku/
- Published: 2023-09-07T17:36:56+04:00
- Author: Anuka Robakidze

6 სექტემბერს, ქართულმა ავიაკომპანია [**Georgian Wings **](https://avia.ge/georgian-wings/)-
მა**[ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/) –**დან
[**ბაქოს** ](https://avia.ge/aviabiletebi-baku/)საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით
პირველი, საერთაშორისო რეგულარული ფრენა განახორციელა.

_**ჯეორჯიან ვინგსი**_ -ს საჰაერო ხომალდი, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო 
აეროპორტში წარმატებით დაეშვა. აეროპორტი ქართულ საჰაერო ხომალდს საზეიმო ვითარებაში,
ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა.

Georgian Wings ფრენებს _**თბილისი ბაქო**_ ,_** ბაქო თბილისი** _ს მიმართულებით, რეგულარულად
კვირაში 3-ჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს შეასრულებს. ავიაბილეთების
შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, ასევე ავია სალაროებსა
და ტურისტულ კომპანიებში.

 

როგორც მოგეხსენებათ ავიაკომპანია **Geosky **-მ ოპერირება თავდაპირველად მხოლოდ სატვირთო
გადაზიდვებით დაიწყო, შემდგომ კი გააფართოვეს საკუთარი ბიზნესი და დააანონსეს ქვეყნის
შიდა **ფრენები თბილისი ბათუმი** -ს მიმართულებით, მალევე კი საერთაშორისო რეგულარული**
ფრენები ბაქოს მიმართულებით**.

#### **ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: ****󠀁[551 907 907 ](https://avia.ge/georgian-wings-tbilisi-baku/551 907 907)󠁿ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
