#  Georgian Wings -ი ფრენების დაწყებას მოლდოვის, ირანის, ყაზახეთის და უზბეკეთის მიმართულებით გეგმავს

- Link: https://avia.ge/georgian-wings-new-destinations/
- Published: 2023-12-07T19:43:05+04:00
- Author: Anuka Robakidze

ქართული ავიაკომპანია **Geo Sky **-ს სამგზავრო მიმართულება [**Georgian Wings **](https://avia.ge/georgian-wings/)-
ი  ოპერირების დაწყებას **ოთხი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით** გეგმავს. კომპანიის
გეგმებზე ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, შალვა კიკნაძე საუბრობს.

“სიახლე ის გვაქვს, რომ ერთი კვირის წინ **საქართველოში პირველი _Boying 737_ ჩამოვიყვანეთ**.
ავიაკომპანიამ სულ 2 საჰაერო ხომალდი შეიძინა და მეორეს იანვარში ველოდებით.

გეგმაში გვაქვს არაერთი **ახალი მიმართულების დამატება**, რომელიც აუცილებლად ხელმისაწვდომი
იქნება და საქართველოს მოქალაქეების უფრო კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს მსოფლიო
სხვადასხვა წერტილში.

იმედი გვაქვს, 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის სრულად გვექნება ათვისებული ის მიმართულებები,
რაც გეგმაში გვაქვს“.

 

#### დამატებით **ახალი მიმართულება** **󠀁[_მოლდოვის_](https://avia.ge/aviabiletebi-moldovis-mimartulebit/)󠁿**, _**ირანის**_, **󠀁[_ყაზახეთის_](https://avia.ge/flights-to-kazakhstan/)󠁿 **და **_უზბეკეთის_** საჰაერო ხაზზე იგეგმება.

ამასთან, 31 დეკემბრის ჩათვლით, **ბათუმის მიმართულებით** ყოველდღიურ რეისები სრულდება.
ხოლო [**ბაქოს მიმართულებით**](https://avia.ge/aviabiletebi-baku/) კი იგეგმება ყოველდღიური
ფრენები.

აღსანიშნავია, რომ _**ჯეო სქაი**_ -მ საქართველოს მასშტაბით, ისტორიაში პირველად უზრუნველყო
კომერციული ავიამიმოსვლა **თბილისი** **ბათუმი , ბათუმი თბილისი **-ს მიმართულებით.

#### **შეიძინეთ ავიაბილეთები Georgian Wings -ის ფრენებზე საუკეტესო ფასად. დაგვირეკეთ: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/georgian-wings-new-destinations/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
