# ავიაკომპანია Georgian Wings -ს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა

- Link: https://avia.ge/georgian-wings-has-a-new-plane/
- Published: 2024-03-20T18:28:03+04:00
- Author: Anuka Robakidze

ქართული ავიაკომპანია [**Georgian Wings**](https://avia.ge/georgian-wings/) -ის ავიაპარკს
კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა. **Boeing 737** ტიპის თვითმფრინავი, რომელიც 148
ეკონომ სავარძელს აერთიანებს, **თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული** და
უკვე ბრენდირებულია ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით. სერტიფიცირების პროცესი სრულად
დასრულებულია.

![ავიაკომპანია Georgian Wings](https://avia.ge/wp-content/uploads/2024/03/Georgian-
Wings-1-300x300.jpg)

,, _**ჯეორჯიან ვინგსი**_ აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდის, ასევე ახალი მიმართულებების
დამატების კუთხით. ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში **რიგით
მეორე 148 მგზავრზე გათვლილი სამგზავრო დანიშნულების Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი
მიიღო**.

Georgian Wings -ი ამ ეტაპზე [**თბილისის საერთაშორისო აეროპორტი**](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)-
დან რეგულარულ ფრენებს მოლდოვას და აზერბაიჯანის მიმართულებით ასრულებს.

** თბილისიდან [ბაქოს](https://avia.ge/aviabiletebi-baku/) საჰაერო ხაზზე რეისები 
კვირაში 2 სიხშირით ხორციელდება**, აპრილის თვიდან კი დაგეგმილია სიხშირის ზრდა. ხოლო,**
თბილისიდან კიშინაუს მიმართულებით ფრენები ასვე კვირაში ორჯერ**, ყოველ სამშაბათ და
შაბათ დღეს სრულდება.

ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს ახალი მიმართულებების და სერვისების დამატების კუთხით.“-
ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტი- შალვა კიკნაძე.

#### **შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Wings -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: ****󠀁[551 907 907](https://avia.ge/georgian-wings-has-a-new-plane/551 907 907)󠁿 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.**
