# საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანიები

- Link: https://avia.ge/georgia-leading-airlines/
- Published: 2022-09-14T18:25:42+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს **ავიაბაზრის ლიდერი** ამ დროისათვის თურქული ავიაგადამზიდავი [Turkish Airlines](https://avia.ge/turkish-airlines/)-
ია.

**Turkish Airlines**-ი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში რეგულარული ავიარეისებით, საქართველოს
ავიაბაზარზე, 344519 მგზავრს მოემსახურა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ავიაკომპანიას
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის **13%-ი** უკავია.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, მეორე ადგილს უნგრული ავიაკომპანია – [Wizz Air](https://avia.ge/wizz-air/)
იკავებს, რომელმაც ბოლო 8 თვეში 336380 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის **12%-ით** დაიმსახურა.

საქართველოს ავიაბაზრის **9%-იანი** წილის მფლობელი კი თურქული ავიაგადამზიდავი [Pegasus Airlines](https://avia.ge/pegasus-airlines/)-
ია. შესაბამისად ის მესამე ადგილს იკავებს რეიტინგში. ავიაკომპანიამ თბილისისა და ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტების გავლით 251747 მგზავრი გადაიყვანა.

“საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილზე **6%-იანი** წილით, ბელორუსის ავიაკომპანია Belavia
და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai იმყოფებიან.

ეხუთე ადგილზე ბაზრის **5-5%-იანი** წილის მფლობელები არიან საუდის არაბეთის ავიაკომპანია
Flynas-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

ბოლო 8 თვის განმავლობაში, ავიაბაზრის  **4%-იან** წილს აზერბაიჯანული ავიაკომპანია
AZAL-ი ფლობს.

რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, ბაზრის **3-3%-იან** წილს _Air Arabia, Georgian
Airways-ი, FlyArystan-ი, EL AL, LOT Polish Airlines_-ი იყოფენ.

**2-2%-იან** წილს კი – _Lufthansa,_ Qatar Airways-ი, _Arkia, Air Astana_ და A_ircompany
Armenia_ ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ **კომპანიების პროცენტული მაჩვენებლის მატება ან კლება** **დამოკიდებულია**
კონკრეტულ წელს არსებულ საერთო **მგზავრთნაკადზე** და კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ**
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე**.
