Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველო პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს პასპორტ ინდექსი

2024 წლის პასპორტის ინდექსში საქართველო 6 პოზიციით დაწინაურდა – ამის შესახებ ცნობილი Henley & Partners -ის ინდექსიდან ხდება. შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პასპორტმა 44-ე პოზიცია დაიკავა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 სახელმწიფოში შეუძლიათ.

ცნობისათვის, 2023 წელს საქართველო ინდექსში 50 -ე პოზიციაზე იმყოფებოდა და უვიზოდ მოგზაურობა მოქალაქეებს მხოლოდ 116 ქვეყანაში შეეძლოთ.

ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა – ტაილანდია, რაც ასევე ასიახა ინდექსში დაწინაურებაზე. საქართველოს უვიზო რეჟიმი ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და პერუმაც მიანიჭა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ალმათი14 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 1 002 -დან
ამსტერდამი2 დეკემბერი 20265 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 107 -დან
ანკარა21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი24 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 462 -დან
აბუ-დაბი4 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 800 -დან
ანთალია4 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 421 -დან
ბაქო13 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 627 -დან
ბელგრადი11 ივნისი 202714 ივნისი 2027Air Serbiaავიაბილეთები 731 -დან
ბერლინი21 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 181 -დან

 

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა :

ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი , ისრაელი, იტალია , ბრაზილია, ესპანეთი , შვედეთი, შვეიცარია,პოლონეთი, პორტუგალია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ბულგარეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, ვატიკანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ტაილანდი, ფიჯი, არგენტინა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კუკის კუნძულები, დომინიკა, ეკვადორი, ესტონეთი, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, გრენადა, ჰაიტი, უნგრეთი, ისლანდია, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მიკრონეზია, მოლდოვა, ჩილე, კოლუმბია, ომანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ახალი კალედონია, ნიუე, ნორვეგია, პალესტინის ტერიტორია, პანამა, რუმინეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სენტ კიტსი და ნევისი, წმინდა ლუსია, წმინდა ვინსენტი და გრენადინები, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, ურუგვაი, უზბეკეთი, სურინამი, რუსეთი, პარაგვაი, მადაგასკარი.

Henley & Partners -ის რეიტინგში, პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელსაც უვიზო მიმოსვლა195 სახელმწიფოსთან აქვს.

დაჯავშნე ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

Exit mobile version