ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველო პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს პასპორტ ინდექსი

2024 წლის პასპორტის ინდექსში საქართველო 6 პოზიციით დაწინაურდა – ამის შესახებ ცნობილი Henley & Partners -ის ინდექსიდან ხდება. შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პასპორტმა 44-ე პოზიცია დაიკავა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 სახელმწიფოში შეუძლიათ.

ცნობისათვის, 2023 წელს საქართველო ინდექსში 50 -ე პოზიციაზე იმყოფებოდა და უვიზოდ მოგზაურობა მოქალაქეებს მხოლოდ 116 ქვეყანაში შეეძლოთ.

ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა – ტაილანდია, რაც ასევე ასიახა ინდექსში დაწინაურებაზე. საქართველოს უვიზო რეჟიმი ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და პერუმაც მიანიჭა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი21 ნოემბერი 202525 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 430 -დან
ალმაატა21 აპრილი 20267 მაისი 2026Air Astanaავიაბილეთები 956 -დან
ამსტერდამი4 მარტი 20268 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 570 -დან
ანკარა13 ნოემბერი 202516 ნოემბერი 2025Turkish Airlinesავიაბილეთები 338 -დან
ათენი27 ივნისი 20264 ივლისი 2026Sky Expressავიაბილეთები 407 -დან
აბუ დაბი8 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 812 -დან
ანტალია6 აპრილი 202613 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 361 -დან
ბაჰრეინის კუნძული4 დეკემბერი 202511 დეკემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 761 -დან
ბაქო15 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 302 -დან
ბელგრადი1 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Air Serbiaავიაბილეთები 821 -დან

 

ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა :

ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი , ისრაელი, იტალია , ბრაზილია, ესპანეთი , შვედეთი, შვეიცარია,პოლონეთი, პორტუგალია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ბულგარეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, ვატიკანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ტაილანდი, ფიჯი, არგენტინა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კუკის კუნძულები, დომინიკა, ეკვადორი, ესტონეთი, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, გრენადა, ჰაიტი, უნგრეთი, ისლანდია, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მიკრონეზია, მოლდოვა, ჩილე, კოლუმბია, ომანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ახალი კალედონია, ნიუე, ნორვეგია, პალესტინის ტერიტორია, პანამა, რუმინეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სენტ კიტსი და ნევისი, წმინდა ლუსია, წმინდა ვინსენტი და გრენადინები, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, ურუგვაი, უზბეკეთი, სურინამი, რუსეთი, პარაგვაი, მადაგასკარი.

Henley & Partners -ის რეიტინგში, პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელსაც უვიზო მიმოსვლა195 სახელმწიფოსთან აქვს.

დაჯავშნე ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

Exit mobile version