ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან კიევის გავლით, ნიუ-იორკისა და ტორონტოს მიმართულებით ფრენები ისევ შესრულდება

უკრაინული ავიახაზები

უკრაინული ავიაკომპანია FlyUia კიევიდან ნიუ-იორკისა და ტორონტოს მიმართულებებით ფრენებს ანახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენები ამ მიმართულებებით თბილისიდანაც აღდგება.

უკრაინული ავიახაზები ამ შორეული მიმართულებებით ყოველთვის შედარებით ბიუჯეტურ ფასებს გვთავაზობდა და მისი რეისებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. თუმცა, პანდემიის დროს კიევიდან ნიუ-იორკსა და ტორონტოში ფრენები შეჩერდა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით კი, რეისები ისევ აღდგება.

კიევი ნიუ – იორკისა და კიევი – ტორონროს საჰაერო ხაზზე საჰაერო ავიამიმოსვლა 2022 წლის ზაფხულიდან განახლდება. რეისები Boeing 777-200ER -ით შესრულდება.

Exit mobile version