# FLYONE თბილისი კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

- Link: https://avia.ge/flyone-chisinau-tbilisi/
- Published: 2023-06-15T17:08:32+04:00
- Author: Anuka Robakidze

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია **[Flyone](https://avia.ge/flyone-armenia-airlines/)**-
ი აგრძელებს ოპერირებას და ფრენებს მოლდოვის დედაქალაქის მიმართულებით გვთავაზობს.

[**სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში**](https://avia.ge/georgia-aviation-regulator/)
წარმოდგენილი ინფორმაციით, _**ფლაივანი** _**[თბილისი](https://avia.ge/tbilisis-aeroporti/)–
კიშინიოვი –  თბილისი** ს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას **2023 წლის 20 ივნისიდან
ყოველდღიურად** შეასრულებს.

ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს [**სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ**](https://avia.ge/georgia-aviation-regulator/)
აღნიშნული მიმართულებით **ოპერირების ნებართვა 8 ივნისს მიანიჭა.**

მოლოდვის დედაქალაქი კიშინიოვი ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციუილი ცენტრია, რომელიც
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად ითვლება. ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწვიტავთ
და ფიქრობთ სად გაატაროთ ზაფხულის შვებულება, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა თავისი
თვალწარმტაცი მწვანე პარკებით, ღვინის სარდაფებითა და უნიკალური ბუნებით.

მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე კიშინიოვი იმ ევროპული ქალაქების სიაშია, სადაც
შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენოთ.

#### **შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კიშინიოვის მიმართულებით, დაგვირეკეთ: 󠀁[551 907 907](https://avia.ge/flyone-chisinau-tbilisi/551 907 907)󠁿 **
